გაღვივებული მარცვლეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
1. ოსპის ღივები დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა გაციებისა და გრიპის პროფილაქტიკისთვის. გარდა ამისა, ეს ღივები ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, შესაბამისად კი ორგანიზმის შრომისუნარიანობასა და აქტიურობას. შეგიძლიათ ჩაამატოთ სალათებში და ისე მიირთვათ.
2. ხორბლის ღივები დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის. თუ პასიური საოფისე სამუშაო გაქვთ ან გასტრიტი გაწუხებთ, ჩაამატეთ გაღვივებული ხორბალი რაციონში. მასში შემავალი ამინომჟავები თმის გაჭაღარავებას უშლის ხელს.
3. ნუშის ღივები ამინომჟავებით მდიდარი პროდუქტია, შეიცავს ვიტამინებს და სასარგებლო ცხიმს. ის მოტკბო გემოსია და შეგიძლიათ მიირთვათ როგორც სალათებში, ისე ჩირეულთან და ხაჭოსთან ერთად.
4. გაღვივებული სელის თესლი ამაგრებს კაპილარებს და ელასტიურობას ჰმატებს კუნთებსა და კანს. ის სასარგებლოა ვარიკოზისა და გულ-სისხლძარღთვთა დაავადებების დროს. მას დამახასიათებელი არომატული, მაგრამ მომწარო გემო აქვს. შეგიძლიათ დაამატოთ გატარებული ჩირეული, ნიგოზი ან თაფლი.
5. გაღვივებული გოგრის თესლი თუთიის მაღალი შემცველობით გამოირჩევა და მეხსიერებაზე დადებითად მოქმედებს. ამაღლებს შრომისუნარიანობას, აწესრიგებს ძილს. ბონუსი მამაკაცებისთვის: გაღვივებული გოგრის თესლი ამაღლებს პოტენციას და ეფექტურია პროსტატიტის პროფილაქტიკისთვის. შეგიძლიათ დაამატოთ ფაფებს და ისე მიირთვათ.
6. გაღვივებული კუნჟუტი ჩემპიონია კალციუმის შემცველობით: 1500 მგ 100 გრამზე. შესაბამისად, ის სასარგებლოა ძვლებნისთვის, კბილებისთვის, ფრჩხილებისთვის, ასევე ართრიტისა და ოსტეოქონდროზის დროს
როგორ გავაღვივოთ?
ღივები ნაზი პროდუქტია და დიდხანს არ ინახება. ამიტომ უმჯობესია თუ თავად დაამზადებთ. ეს არც ისე ძნელია. ფართოძირიან ჭურჭელში თხელ ფენად ჩაყარეთ გარეცხილი თესლები. ზემოდან დააფინეთ მარლა და დაასხით ცოტა წყალი, მარცვლების სიმაღლის დონეზე. დავდგათ თბილ, ბნელ ადგილას და თვალყური ვადევნოთ, რომ მარლა მუდმივად სველი იყოს. დაახლოებით 2-3 დღეში უკვე ვარგისია საკვებად. მირთმევის წინ ღივები ცივი წყლკით გარეცხეთ. დღიური ნორმაა 50-100 გ