კარფურის 11 წლის იუბილე: კოსმიური ფასდაკლებები გრძელდება
„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, საიუბილეო კამპანიის ფარგლებში - მთელი სექტემბრის განმავლობაში, ერთგულ მომხმარებლებს „1+1 აქციებით“, სიურპრიზებითა და შეუდარებელი ფასებით ანებივრებდა.
მიუხედავად საიუბილეო თვის დასრულებისა, ფრანგული ბრენდი აგრძელებს „კოსმიურ ფასდაკლებებს“, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის.
მათთვის, ვინც ვერ შეძლო საიუბილეო კამპანიის ფარგლებში არსებული შეთავაზებებით სარგებლობა, აქვს შესაძლებლობა, ესტუმროს კარფურის ნებისმიერ ფილიალს და ოქტომბრის თვეშიც ისარგებლოს 1+1 აქციით და ხელმისაწვდომი ფასებით.
1+1 აქციით სარგებლობისას მომხმარებლები ორ პროდუქტს ერთის ფასად შეიძენენ — „მიიღე მეორე უფასოდ“. აღნიშნული შეთავაზება „მაიქლაბის“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მეორე პროდუქტი საჩუქრად მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ „მაიქლაბი“ არის კარფურის ლოიალობის პროგრამა, რომელიც მომხმარებელს უამრავ საინტერესო აქციას სთავაზობს. „მაიქლაბ“ საფულეში დაგროვებული ქულების გადაცვლა კარფურის სასურველ პროდუქტში შეიძლება.
გარდა ამისა, კარფური მომხმარებლებს, განსაკუთრებულ შეთავაზებებთან და ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად, პრიზების მოგების შანსსაც სთავაზობს. გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია — ამისთვის საჭიროა, მომხმარებელმა შეიძინოს სასურველი პროდუქტი კარფურის ნებისმიერ ფილიალში, გაატაროს „მაიქლაბი“ და დააკვირდეს ქვითარს, რომელიც შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს.
„კარფური მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა — „მაი ქლაბით“. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.
გავაგრძელეთ ჩვენ, სიურპრიზები თქვენ!“
(R)