6 მეთოდი, რომელიც ჩაშავებულ თვალებს შველის
• დაიდეთ თვალებზე ჩაის გამოყენებული პაკეტები, მაგრამ ცივი! გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიწმინდეთ ან ჩამოიბანეთ.
• დაიდეთ თვალებზე კიტრის რგოლები. ეს ძველი და ეფექტური მეთოდია - 15-20 წუთით, დღეში ორჯერ.
• მარლაში გაახვიეთ თითო კოვზი ნატურალური ხაჭო და დაიდეთ თვალებზე 10 წუთით
• 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს, დაიდეტ თვალებზე ნუშის ზეთისა და თაფლის ნარევი.
• კანიანად მოხარშეთ კარტოფილი, გააგრილეთ, დაჭერით რგოლებად და დაიფინეთ თვალებზე.
• დილა საღამოს, ყოველდღიურად წაისვით თვალების გარშემო ყინულის კუბები. უკეთესია, თუ გვირილის ნაყენს გაყინავთ.