„აივანზე რომ გამოვდივარ, ვფიქრობ, ხომ არ მესიზმრება-მეთქი... აქ საოცარი ენერგეტიკაა“ - ჯაბა კილაძის რეჟისორი დედის მიერ გაშენებული ულამაზესი ვარდების ბაღი
როგორც ცნობილია, ვარდის აქტიური ყვავილობის პერიოდი მაინც მაის-ივნისია. ამ ცხელი ზაფხულის პირობებში ვარდის ყვავილობას, თუ რამე განსაკუთრებული ჯიში არ არის, იშვიათად შეხვდებით. ამჟამად სწორედ ასეთ იშვიათ ფაქტთან გვაქვს საქმე. ფასანაურში, კილაძეების ეზოში სხვადასხვა ჯიშის ვარდს ნამდვილი ზეიმი აქვთ მოწყობილი - მთელი ძალით ყვავიან...
მათი პატრონი, ოჯახის დიასახლისი, მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი ციცინო კობიაშვილია. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ციცინოს თეატრალური ოჯახის წევრები არიან - მსახიობი ქმარ-შვილი - თემურ და ჯაბა კილაძეები. თავდაპირველი პროფესიით თავადაც მსახიობია, მაყურებელმა მასობრივად მაინც სერიალიდან "შუა ქალაქში“ გაიცნო.
მათ ოჯახს ძალიან უყვარს ბუნება, გარემო, ზრუნავენ ოთხფეხა მეგობრებზეც. თითოეული მათგანი გარემოსთან სიახლოვეს ცდილობს და როგორც შეუძლია, მასზე ზრუნავს. ქალბატონმა ციცინომ ფასანაურის ეზო ნამდვილ ედემის ბაღს დაამსგავსა... ამ კუთხით თბილისშიც აქვს გარკვეული წინსვლა.
"ფასანაური ჩემი დედამთილის მხარეა, გვაქვს პატარა სახლი და ხელისგულისხელა ეზო. დედამთილი სამი წელიწადია, რაც გარდაიცვალა... აქეთ ყოფნა ხშირად გვიწევს, მაგრამ "კოვიდის" დროს უფრო გავაქტიურდით, თანაც "კოვიდი“ ორჯერ გადავიტანე. პირველად ცოტა სუსტად ვიყავი და მეუღლემ აქეთ წამომიყვანა, ჰაერზე ყოფნა მოგიხდებაო. მეორედ "ომიკრონმა" სახსრებზე დამიტოვა გართულება, ხელის თითები ცოტათი ახლაც მტკივა, მაგრამ მაინც ვშრომობ, არ ვეპუები. ისე, ორივე შემთხვევაში საკუთარ თავს თვითონ ვუშველე...განაგრძეთ კითხვა