"ბევრისგან მომისმენია, ამ ძროხებს რას დასდევ, რატომ იღლი თავსო?... ზოგჯერ სოფელში მუშახელის პოვნაც მიჭირს" - ახალგაზრდა ქალის დიდი მეურნეობა მცხეთაში - Gemrielia.ge

"ბევრისგან მომისმენია, ამ ძროხებს რას დასდევ, რატომ იღლი თავსო?... ზოგჯერ სოფელში მუშახელის პოვნაც მიჭირს" - ახალგაზრდა ქალის დიდი მეურნეობა მცხეთაში

ნა­თია ჩი­ბუ­ხაშ­ვი­ლი გერ­მა­ნუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია. და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძა­ლის­ში, სა­დაც ახლა 3 შვილს ზრდის და უვ­ლის სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბას.

"რო­გორც სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა, მეც ისე­ვე ვშრო­მობ. რა­საც ვა­კე­თებ, ვა­კე­თებ ხა­ლი­სით. ამ ყვე­ლა­ფერს პო­ზი­ტი­ვით ვუდ­გე­ბი. ეს საქ­მე­ე­ბი არ მძა­ბავს,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნა­თია ჩი­ბუ­ხაშ­ვი­ლი.

- უფ­რო­სი გო­გო­ნა 15 წლი­საა, ტყუ­პი გოგო-ბიჭი - 13-ის... მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, რომ გავ­თხოვ­დი, მე-4 კურ­სზე უკვე პირ­ვე­ლი გოგო შე­მე­ძი­ნა, ლექ­ცი­ებ­ზე რომ მივ­დი­ო­დი, ჩემი შვი­ლი ხში­რად ლექ­ტო­რატ­ში იყო ხოლ­მე... მერე ისე მოხ­და, რომ მე­უღ­ლეს დავ­ცილ­დი - სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოვ­ჩნდით. ჩე­მე­ბის სახ­ლში გად­მო­ვე­დი. დები და დედა სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ, ამი­ტომ მე და ბავ­შვე­ბი ვართ ახლა ამ სახ­ლში. გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ძრო­ხა და ქა­თა­მი სულ გვყავ­და, მაგ­რამ ახლა მათი მოვ­ლის საქ­მე­ში უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე. მერე უცხო­ე­თი­დან დედა ჩა­მო­ვი­და და ისე მოხ­და, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ მე წა­ვე­დი. გა­მი­მარ­თლა, კარგ ხალ­ხში აღ­მოვ­ჩნდი. საქ­მეც ავა­წყე, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ბავ­შვე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა. მშვე­ნი­ე­რი სამ­სა­ხუ­რი და სა­მე­გობ­რო წრე - ის არ იყო, რაც მჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. იქ ისიც შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ ბი­ნით უზ­რუნ­ველგყოფთ, შვი­ლე­ბის­თვის სკო­ლის შერ­ჩე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­თო, რომ ბერ­ძნულ სკო­ლა­ში მი­მეყ­ვა­ნა. სამ­სა­ხუ­რიც მქო­ნო­და, არ გამ­ჭირ­ვე­ბო­და. მაგ­რამ ვფიქ­რობ, ბავ­შვე­ბი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში უნდა გა­ი­ზარ­დონ. სხვა ქვე­ყა­ნა­ში გაზ­რდი­ლე­ბი რა­ტომ­ღაც მგო­ნია, სამ­შობ­ლოს სცილ­დე­ბი­ან. მოკ­ლედ, 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩა­მო­ვე­დი...

blobid0-37369-1697625102.jpg

- და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მი­უბ­რუნ­დით მე­ურ­ნე­ო­ბას, რო­მელ­შიც დღეს, რო­გორც გვი­თხა­რით, სი­ა­მოვ­ნე­ბით ხართ ჩარ­თუ­ლი...

- დიახ. რომ ჩა­მო­ვე­დი, დე­დას 2-3 ძრო­ხა ჰყავ­და. ამა­სო­ბა­ში სა­ქო­ნე­ლი გამ­რავ­ლდა. ბავ­შვო­ბი­დან ისე­დაც მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი და მათ პატ­რო­ნო­ბას ხელი აქ­ტი­უ­რად მივ­ყა­ვი. მერე ხბო­რე­ბი გავ­ზარ­დეთ. მათ კი­დევ სხვე­ბი გა­ა­ჩი­ნეს, ისი­ნიც გავ­ზარ­დეთ და ფერ­მა გა­მო­მი­ვი­და. ამ­ჟა­მად 9 სული მყავს და კი­დევ ერთს ვე­ლო­დე­ბით. არის 6 ძრო­ხა, ერთი დე­კე­უ­ლი, 2 ხბო... ქათ­მე­ბიც მყავს და ცოტა იმა­ზე მე­ტიც იყო, რაც ახლა, მათ შო­რის, აბ­რე­შუ­მის ქათ­მე­ბიც, მაგ­რამ მე­ლი­ამ მოგვპა­რა. სახ­ლი სოფ­ლის გა­ნა­პი­რა­საა, თან ბავ­შვებს კარი ღია დარ­ჩათ და წა­ა­ცუნ­ცუ­ლა... კი, წი­წი­ლაც ბევ­რი დავ­ზარ­დე...განაგრძეთ კითხვა