"ჩემი სამოთხე იქ არის, გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე" - ეკა მჟავანაძე განახლებულ დედულეთზე, ჩცდ-სა და მსახიობი მამის ასრულებულ ოცნებაზე
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა მჟავანაძე ჩვენში ცნობილი კასტინგ-მენეჯერია. მის გარეშე საქართველოში კინოს თითქმის არავინ იღებს. ქალბატონმა ეკამ ზუსტად იცის, მსახიობების როლზე შერჩევა. ამ საქმის უკვე 18-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა მასობრივად მაინც პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ იცნობენ. ამ პროექტის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „ჩცდ“ მალე მაყურებელს დაუბრუნდება და ჩვენი საუბარიც კასტინგ-მენეჯერთან სწორედ „ჩცდ“-ს შესახებ დავიწყეთ.
ეკა მჟავანაძე:
- კი, დავიწყეთ მუშაობა, ჯერ ერთი სერიაა დაწერილი, დაახლოებით ვიცი, რა მიმართულებით წავა და განვითარდება ამბები, მაგრამ მაყურებელს და ვერც თქვენს მკითხველს ჯერ ვერაფერს ვეტყვით. ასეთი პაუზის შემდეგ საქმიანობის ხელახლა დაწყებას ცოტა სირთულეები ახლავს იმ თვალსაზრისით, რომ მსახიობები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. ამის მიუხედავად, ვცდილობთ, მაყურებლის წინაშე, ახალი და საინტერესო სახით წარვდგეთ.
- მთავარი პერსონაჟების ჩანაცვლება ხომ არ მოხდება?
- ჩვენი პრინციპი ასეთია, - მსახიობებს არ ვიმეორებთ, მუდმივად ახალ სახეს ვეძებთ. ამიტომ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ლამის ყველა მსახიობებს აქვს "დაქალებში“ ნათამაშევი. ამ მხრივ როგორც კასტინგის მენეჯერს უკვე მიჭირს ხოლმე, მსახიობის პოვნა, რადგან დიდი არჩევანი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობთ. ცოტა ხნის წინ მსახიობს გავესაუბრე, ძალიან საინტერესო პერსონაჟი შემოდის. მეტს ვერაფერს გეტყვით. დაველოდოთ...განაგრძეთ კითხვა