"ლაზერის ან დიოდის სახეზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია!" - ჭარბთმიანობა და კოსმეტოლოგის რჩევები: რა ასაკიდან არის რეკომენდებული ეპილაცია?
მოვლილი და ლამაზი თმა ქალის ბუნებრივი სამკაულია, მაგრამ ზოგჯერ ეს "სამკაული" წესებს არღვევს და შეუფერებელ ადგილას ამოდის. როგორც ჩვენი რესპონდენტი, ექიმი-კოსმეტოლოგი თინა რევაზიშვილი ამბობს, გახშირდა ჭარბთმიანობა სახის არეში. ჩვენს რუბრიკაში დღეს ის ჭარბთმიანობის მიზეზებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე გვესაუბრება, ასევე საყურადღებო რჩევებს მისცემს ნამზეურის მოყვარულებს.
- ქალბატონო თინა, რას უკავშირებთ მოზარდ გოგონებში ჭარბთმიანობას და რა ასაკიდან არის რეკომენდებული ელექტრო თუ ლაზერული ეპილაცია?
- მოზარდებში ჭარბთმიანობის პრობლემა მნიშვნელოვნადაა მომატებული. ამიტომ დაიწყეს მოზარდებმა სახეზე ლაზერული ეპილაციის გაკეთება. არადა, ლაზერის, გნებავთ, დიოდის, სახეზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია ყველა ასაკში. სახის გარდა, იღლია იქნება, ბიკინი, წვივები თუ სხვა რომელიმე ზონა, გამოიყენეთ, სხივური აპარატებით ამ ზონებში მუშაობა ეფექტურია და უმტკივნეულოც.
მოზარდებში თმიანობის მიზეზი ხშირად ენდოკრინოლოგიური პრობლემებია, რასაც კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება, რის შემდეგაც ჩვენი ჩართულობა აბსოლუტურ შედეგს მოგვცემს. ჩვენს კლინიკაში 10 წლის გოგონაც კი მოუყვანიათ. ბავშვი გარეთ აღარ გადიოდა, თანაკლასელს უთქვამს გოგონასთვის, მამაჩემს მოვპარავ თმის საპარსს და ულვაში მოიპარსეო. 10 წლის ბავშვის ეპილაცია როგორ შეიძლებოდა?! ამიტომ მამაპაპური ელექტროეპილაცია გავუკეთე, ოქროს ნემსით. ხომ დისკომფორტი ახლავს ამ პროცესს, ტკივილიც, ის კი იჯდა გაუნძრევლად და ერთხელაც არ დაუჩივლია...განაგრძეთ კითხვა