"ლაზერის ან დიოდის სახეზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია!" - ჭარბთმიანობა და კოსმეტოლოგის რჩევები: რა ასაკიდან არის რეკომენდებული ეპილაცია? - Gemrielia.ge

"ლაზერის ან დიოდის სახეზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია!" - ჭარბთმიანობა და კოსმეტოლოგის რჩევები: რა ასაკიდან არის რეკომენდებული ეპილაცია?

მოვ­ლი­ლი და ლა­მა­ზი თმა ქა­ლის ბუ­ნებ­რი­ვი სამ­კა­უ­ლია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ეს "სამ­კა­უ­ლი" წე­სებს არ­ღვევს და შე­უ­ფე­რე­ბელ ად­გი­ლას ამო­დის. რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ექი­მი-კოს­მე­ტო­ლო­გი თინა რე­ვა­ზიშ­ვი­ლი ამ­ბობს, გახ­შირ­და ჭარბთმი­ა­ნო­ბა სა­ხის არე­ში. ჩვენს რუბ­რი­კა­ში დღეს ის ჭარბთმი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზებ­სა და მას­თან ბრძო­ლის მე­თო­დებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბო რჩე­ვებს მის­ცემს ნამ­ზე­უ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს.

- ქალ­ბა­ტო­ნო თინა, რას უკავ­ში­რებთ მო­ზარდ გო­გო­ნებ­ში ჭარბთმი­ა­ნო­ბას და რა ასა­კი­დან არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ელექტრო თუ ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია?

- მო­ზარ­დებ­ში ჭარბთმი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა მო­მა­ტე­ბუ­ლი. ამი­ტომ და­ი­წყეს მო­ზარ­დებ­მა სა­ხე­ზე ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბა. არა­და, ლა­ზე­რის, გნე­ბავთ, დი­ო­დის, სა­ხე­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა ასაკ­ში. სა­ხის გარ­და, იღ­ლია იქ­ნე­ბა, ბი­კი­ნი, წვი­ვე­ბი თუ სხვა რო­მე­ლი­მე ზონა, გა­მო­ი­ყე­ნეთ, სხი­ვუ­რი აპა­რა­ტე­ბით ამ ზო­ნებ­ში მუ­შა­ო­ბა ეფექ­ტუ­რია და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოც.

მო­ზარ­დებ­ში თმი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი ხში­რად ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბია, რა­საც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტურ შე­დეგს მოგ­ვცემს. ჩვენს კლი­ნი­კა­ში 10 წლის გო­გო­ნაც კი მო­უყ­ვა­ნი­ათ. ბავ­შვი გა­რეთ აღარ გა­დი­ო­და, თა­ნაკ­ლა­სელს უთ­ქვამს გო­გო­ნას­თვის, მა­მა­ჩემს მოვ­პა­რავ თმის სა­პარსს და ულ­ვა­ში მო­ი­პარ­სეო. 10 წლის ბავ­შვის ეპი­ლა­ცია რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და?! ამი­ტომ მა­მა­პა­პუ­რი ელექტრო­ე­პი­ლა­ცია გა­ვუ­კე­თე, ოქ­როს ნემ­სით. ხომ დის­კომ­ფორ­ტი ახ­ლავს ამ პრო­ცესს, ტკი­ვი­ლიც, ის კი იჯდა გა­უნ­ძრევ­ლად და ერთხე­ლაც არ და­უ­ჩივ­ლია...განაგრძეთ კითხვა