შოკოლადის სპა-პროცედურები სახლის პირობებში - Gemrielia.ge

შოკოლადის სპა-პროცედურები სახლის პირობებში


1. თბილ აბაზანაში დაამატეთ 1 ჭიქა კაკაოს ფხვნილი და ამდენივე რძის ფხვნილი, 1 ჭიქა დაჩეჩქვილი ფორთოხლის კანი, რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ზეთი. ჩაწექით 15-20 წუთი. შემდეგ სუფთა წყალი გადაივლეთ და შეგიძლიათ დამატენიანებელიც წაისვათ.

2. მოამზადეთ კრემოვანი პილინგი:ნახევარ ჭიქა კაკაოს შეურიეთ 3 ს.კ თაფლი ან ნატურალური მაწონი, 2 ჩაის კოვზი დაფქული ნუში, 2-3 წვეთი ლავანდის ან ნუშის ზეთი. კარგად დაიზილეთ ამ ნარევით სხეული, შეიძლება სახეც, დაახლოებით 5-10 წუთში ჩამოიბანეთ. კანი ნაზი და მკვრივი გახდება.

3. დაიზილეთ და დაიმასაჟეთ ხელები და ქუსლები კაკაოსა და შვრიის ნარევით, შემდეგ კარგად შეიზილეთ ნუშის ზეთი.

4. მოამზადეთ სახის ნიღაბი: შეურიეთ 1 კოვზი მწვანე ჩაის ფხვნილი, კაკაო და ყვავილების თაფლი. დაიდეთ სუფთა კანზე 20 წუთით, ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ამ პროცედურის გამეორება შეიძლება კვირაში 2-3-ჯერ. ნიღაბი აქრობს ანთებით პროცესებს, კანს ხდის უფრო მკვრივსა და ქორფას