რა იწვევს ხელებისა და ფეხების დაბუჟებას - ნეიროქირურგი ყველაზე გავრცელებულ მიზეზებზე საუბრობს
ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რა იწვევს ხელებსა და ფეხებში ტკივილისა და დაბუჟების შეგრძნებას:
- ძალიან ბევრი დაავადება შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ადამიანს კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება, ან შეგრძნების დაქვეითება, დაბუჟება ჰქონდეს. მაგრამ, ძირითადი მიზეზი ზურგის ტვინისა და ხერხემლის არხის სხვადასხვა დაავადებაა. ყველაზე გავრცელებულია დაავადებები, რომლებიც ხერხემლის ძვლოვანი სისტემის პათოლოგიასთანაა დაკავშირებული, ტრავმა, ინფექცია, ასაკობრივი ცვლილებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - ეს ყველაფერი სახსრის ელასტიურობის დარღვევას იწვევს. ელსატიურობადარღვეული სახსარი შესაძლოა, ზედმეტად მოძრავი იყოს, რაც ტკივილს იწვევს. დამცავი მექანიზმი, რომელიც გააჩნია ორგანიზმს იმისათვის, რომ სახსროვანი ტკივილები თავიდან აიცილოს, თავისთავად, რაღაც ეტაპზე ნერვული სისტემისთვის თავად ხდება დამაზიანებელი...განაგრძეთ კითხვა