"15 კილო დავიკელი, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ საჭმელს არ ვჭამ... ბოლო ერთი წელია კვირა დღესაც არ დამისვენია" - როგორ უმკლავდება გიორგი ღოღობერიძე დატვირთულ რეჟიმს? - Gemrielia.ge

"15 კილო დავიკელი, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ საჭმელს არ ვჭამ... ბოლო ერთი წელია კვირა დღესაც არ დამისვენია" - როგორ უმკლავდება გიორგი ღოღობერიძე დატვირთულ რეჟიმს?

"ყო­ვე­ლი დღე გან­სხვა­ვე­ბულს გხდის, ვიდ­რე იყა­ვი. ონ­კო­ლო­გი რომ გავ­ხდი, პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი სხვა­ნა­ი­რი იყო. ახლა ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ვარ, ერთი წლის მერე სხვა ვიქ­ნე­ბი. ყო­ველ დღე, წელი იც­ვლე­ბა და წი­ნას­წარ ვერ გა­მო­იც­ნობ, წინ რა გე­ლო­დე­ბა... ონ­კო­ლო­გია მარ­თლაც სა­რის­კო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­აა, აქ ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც გა­დაგხდეს თავს და ამის­თვის წი­ნას­წარ ვერ მო­ემ­ზა­დე­ბი,“ - გვე­უბ­ნე­ბა უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლი ექი­მი-ონ­კო­ლო­გი გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე.

გი­ორ­გის ბევ­რი საქ­მის ერ­თდრო­უ­ლად, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში კე­თე­ბა უწევს - მუ­შა­ობს პა­ცი­ენ­ტებ­თან, სწავ­ლობს, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გზის გაკ­ვლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, მიჰ­ყავს გა­და­ცე­მე­ბი... ის სა­კუ­თარ თავს მუდ­მი­ვად გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აყე­ნებს. რო­გორ უმკლავ­დე­ბა ამ­დენ საქ­მეს, ახერ­ხებს თუ არა დას­ვე­ნე­ბას, ასე­თი დატ­ვირ­თვა ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ უქ­მნის თუ არა პრობ­ლე­მებს, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს.

- ამის მთე­ლი არსი ის არის, რომ არ­სე­ბობს ინ­ტე­რე­სი და როცა ინ­ტე­რე­სია, საქ­მის კე­თე­ბა ვერ და­გე­ზა­რე­ბა. მე არ ვიღ­ვი­ძებ დაღ­ლი­ლი, დღეს რა წავა კლი­ნი­კა­ში, რამ­დე­ნი საქ­მე მაქვს, - ამ გან­წყო­ბით. ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე, რა­საც ვა­კე­თებ, მსი­ა­მოვ­ნებს. შევ­დი­ვარ კლი­ნი­კა­ში, ვნა­ხუ­ლობ პა­ცი­ენ­ტებს, ეს პრო­ცე­სი მომ­წონს, თან გინ­და, რომ ყვე­ლას და­ეხ­მა­რო, იმე­დით გი­ყუ­რე­ბენ და შენც ეხ­მა­რე­ბი. ამის მერე სტუ­დენ­ტებ­თან მივ­დი­ვარ და იმათ ვეხ­მა­რე­ბი, მათ­თან ერ­თად გან­ვიც­დი, ეს პრო­ცე­სიც სა­ინ­ტე­რე­სოა. სტუ­დენ­ტე­ბიც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან, მათ­თან სხვა­დას­ხვა სა­გა­ნია გა­სავ­ლე­ლი. ნა­წი­ლი ამე­რი­კის გა­მოც­დებს აბა­რებს და ნა­წილს - ჩვე­ნი გა­მოც­დე­ბი აქვს ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი... არი­ან ასე­ვე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის სა­მე­დი­ცი­ნო კა­რი­ე­რას იწყე­ბენ, რომ­ლებ­საც გზას ვუკ­ვა­ლავ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ისე გა­დის მთე­ლი დღე, რომ ფი­ზი­კუ­რად საჭ­მლის ჭა­მა­საც ვერ ვას­წრებ და ამა­ზე არც ვფიქ­რობ, უბ­რა­ლოდ არ მშია...განაგრძეთ კითხვა