"მაცივრის ყველა თაროზე ერთნაირი ტემპერატურა არ არის" - რომელი თარო უფრო ცივია და რომელი პროდუქტის შენახვა არ შეიძლება მაცივრის კარში - Gemrielia.ge

"მაცივრის ყველა თაროზე ერთნაირი ტემპერატურა არ არის" - რომელი თარო უფრო ცივია და რომელი პროდუქტის შენახვა არ შეიძლება მაცივრის კარში

როგორ განვათავსოთ პროდუქტები ისე, რომ დიდხანს შეინახოს.თუ ფიქრობთ, რომ მაცივარი უბრალოდ დიდი, ცივი ჰაერით თანაბრად გადანაწილებული კარადაა, ცდებით. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ მაცივარში ცივი ჰაერის ტემპერატურა 0-5 გრადუსამდე მერყეობს, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, ზოგ ადგილას საკმაოდ ცივა, ზოგ ადგილას - ნაკლებად.ამიტომ, თუ გინდათ, რომ საკვებმა დიდხანს შეინარჩუნოს სიჯანსაღე, ბაქტერიები კი უმი პროდუქტებიდან მზა საკვებზე არ გადადიოდეს, ისინი თაროებზე გონივრულად და სწორად უნდა გადაანაწილოთ.

მაცივრის კარიეს მაცივრის ყველაზე თბილი ადგილია, მით უმეტეს, თუ ამ კარის გაღება ხშირად გიწევთ. ამიტომ გირჩევთ რძის პროდუქტებს, კვერცხს, იოგურტს, მაწონს ან არაჟანს მაცივრის კარში ნუ შეინახავთ. აქ ადვილად ინახება კონსერვანტების შემცველი პროდუქტი, მაგალითად ჯემები, მურაბები, გაზიანი სასმელები, ღვინო და ა.შ...განაგრძეთ კითხვა