შეფებისა და მზარეულების საიდუმლო ინგრედიენტი შესაწვავი კერძებისთვის - Gemrielia.ge

შეფებისა და მზარეულების საიდუმლო ინგრედიენტი შესაწვავი კერძებისთვის

შემწვარი კერძი რამდენიმე კრიტერიუმს ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს. ის უნდა იყოს კნატუნა და ამავდროულად, არ უნდა იყოს ძალიან გამომშრალი. უნდა იყოს ესთეტიკური და მადისაღმძვრელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა იყოს გემრიელი. თითოეული ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება მარტივი ნამდვილად არ არის.

სწორედ ამიტომ ხშირად რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში მირთმეული შემწვარი კერძი უფრო გემრიელია, ვიდრე სახლში დამზადებული. თუ თქვენც გსურთ ისევე გემრიელად შეწვათ სახლში ქათამი, როგორც ამას შეფები და მზარეულები აკეთებენ, ჩვენი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.

პირველი და მთავარი წესი რომელიც შეწვის დროს უნდა გაითვალისწინოთ, არის ცხიმი, რომელშიც წვავთ. შესაძლებელია გამოიყენოთ სპრედი. ის უზრუნველყოფს, რომ შემწვარი კერძი არ გამოშრეს და ჰქონდეს სასიამოვო ოქროსფერი შეფერილობა. სპრედებს შორის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა „ოდა“, რომელიც ქართული ნაწარმია და მას ხშირად უწოდებენ გემრიელ არჩევანს საუკეთესო ცხობისთვის. ამ მაღალი ხარისხის სპრედით ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლება უკვე მოხდა. „ოდა“ არ შეიცავს ტრანსცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ცხიმებს. სწორედ ამიტომ შეფებისა და მზარეულების რჩეული ინგრედიენტი გახდა შესაწვავი კერძებისთვის. თუ შეწვისას უხარისხო ცხიმს გამოიყენებთ, მაღალ ტემპერატურაზე ის დაიწვება და არასასიამოვნო გემოსა და არომატს მისცემს კერძს. მეორე მხრივ კი, ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. შეწვის პარალელურად, ის იდეალურია ცხობაშიც. მათთვის, ვინც ხშირად იყენებს, სტანდარტული 200 გრ.-იანი შეფუთვების გარდა, ხელმისაწვდომია 1 კგ. და 5 კგ-იანი, ეკონომიური შეფუთვები.

395271744-694598145650066-1476185708888294722-n-1698146167.jpg

მას შემდეგ რაც სწორად შეარჩევთ ცხიმს, უნდა დაარეგულიროთ წვის ტემპერატურაც. შესაწვავად იდეალურია 175-190°C.

შეფები და მზარეულები ასევე გვირჩევენ, გამოვიყენოთ სქელძირიანი ტაფა ან საცხობი ფორმა. ამ დროს ტემპერატურის გადანაწილება თანაბრად ხდება მთელ ზედაპირზე და შემწვარი კერძიც უფრო უკეთესად მზადდება.

შეწვამდე ქათამი თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტი გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. ეს უზრუნველყოფს, რომ თქვენი კერძი კნატუნა და გემრიელი გამოვიდეს. კიდევ ერთი რჩება კნატუნა კერძის მისაღებად გახლავთ შესაწვავი პროდუქტის პურის ფქვილში ან საფანელში ამოვლება.

შემწვარი პროდუქტი დაუყოვნებლივ დადეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. თუ მასზე ზედმეტი ცხიმი დარჩება, მალე დარბილდება და კნატუნა აღარ იქნება. ზედმეტი ცხიმის მოშორების შემდეგ კი მოაყარეთ მარილი ან სხვა თქვენთვის სასურველი სანელებლები.