"ქლიავი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია" - რა სასარგებლო თვისებები აქვს ქლიავს და როდის არ არის რეკომენდებული მისი მიღება?
ქლიავი შეიცავს ბოჭკოსა და ანტიოქსიდანტებს, რაც ზოგადი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერებებია.გარდა ბოჭკოებისა და ანტიოქსიდანტებისა, ის შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს, რაც დაგეხმარებათ რამდენიმე ქრონიკული დაავადების რისკის შემცირებაში.
ქლიავის ჩირი ასევე სასარგებლოა. მათ შორის დადებითი გავლენა აქვს ყაბზობასა და ოსტეოპოროზზე.
ერთი ქლიავი შეიცავს შემდეგ საკვებ ნივთიერებებს:
- ნახშირწყლები: 8 გრ;
- ბოჭკო: 1 გრ;
- შაქარი: 7 გრ;
- A ვიტამინი: რეკომენდებული დოზის 5%.
- C ვიტამინი: რეკომენდებული დოზის 10%.
- K ვიტამინი: რეკომენდებული დოზის 5%.
- კალიუმი: რეკომენდებული დოზის 3%.
- სპილენძი: რეკომენდებული დოზის 2%.
- მანგანუმი: რეკომენდებული დოზის 2%.
გარდა ამისა, ერთი ქლიავი უზრუნველყოფს მცირე რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, ფოსფორსა და მაგნიუმს.
ქლიავის წვენი ამცირებს ყაბზობას - ეს ნაწილობრივ განპირობებულია ქლიავში ბოჭკოს დიდი რაოდენობით. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ქლიავის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები, როგორიცაა დიარეა. თუ თქვენ იყენებთ ქლიავის წვენს, დარწმუნდით, რომ ეს არის 100% წვენი შაქრის გარეშე.
ქლიავი მდიდარია ანტიოქსიდანტებით - რაც სასარგებლოა ანთების შესამცირებლად და უჯრედების დასაცავად თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. განსაკუთრებით მდიდარია...განაგრძეთ კითხვა