„ლოქსიტანის“ მესამე ოფიციალური სივრცე „გალერია თბილისში“ უკვე გაიხსნა - Gemrielia.ge

„ლოქსიტანის“ მესამე ოფიციალური სივრცე „გალერია თბილისში“ უკვე გაიხსნა

სურ­ნე­ლო­ვა­ნი, დახ­ვე­წი­ლი და ელე­გან­ტუ­რი ფრან­გუ­ლი ბრენ­დის „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ მესამე ოფიციალური სივრცე „გალერია თბილისში“ უკვე გა­იხ­სნა. ამ ადგილის სტუმ­რო­ბი­სას ფე­რად, გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­ტე­რი­ე­რის მქო­ნე, სურ­ნე­ლო­ვა­ნი პარ­ფი­უ­მით სავ­სე პრო­ვან­სულ სამ­ყა­რო­ში მოხ­ვდე­ბით.

ამ­ჟა­მად, „ლოქსიტანის“ სამივე სივრცეში თქვენ ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის განკუთვნილ სხეულისა და სახის მოვლის მრავალფეროვან ასორტიმენტს აღმოაჩენთ, შეხვდებით ისეთ ცნობილ ხაზებსა და მსოფლიო ბესთსელერ პროდუქციას, როგორიცაა ნუშის ზეთის სხეულისა და თმის მოვლის ხაზი, სურნელოვანი ვერბენას ტანის მისტი, შის ხელის კრემი და ღვთაებრივი უკვდავას სახის მოვლის პროდუქცია. ბრენ­დი მის მომხმარებელს მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­ულ და ნა­ტუ­რა­ლურ საშუალებებს სთავაზობს, რათა მათ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მუ­დამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე და ახალგაზრდობა, იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი და გამორჩეულები.

039a5171-1698390056.jpg

ოქროსფერი შემოდგომა ბრენდმა ტრადიციულად სპეციალური შეთავაზებებით დაიწყო. „ლოქსიტანის“ სამივე ბუტიკში სრულ ასორტიმენტზე და თმის მოვლის განახლებულ კოლექციაზე 25%-იანი ფასდაკლება გელოდებით. თითოეული თქვენთაგანის საახალწლო დღეების გალამაზებისთვის კი „ლოქსიტანი“ ძალიან მალე კიდევ ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ; ახალი, ლიმიტირებული და სურნელოვანი კოლექციით, გამორჩეული სასაჩუქრე ბოქსებითა და სპეციალური შეთავაზებებით გაგანებივრებთ.

039a5270-1698390070.jpg

სა­ქარ­თვე­ლო­ში „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ პირ­ვე­ლი ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზია რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქ.თბი­ლის­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე გა­იხ­სნა. მეორე ფილიალი საბურთალოს სითი მოლში მდებარეობს და მომხმარებლებს განსხვავებულ, ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს.

„ლო­ქ­სი­ტა­ნის“ ბრენ­დის ის­ტო­რია 1976 წლი­დან და­ი­წყო, პირ­ვე­ლი მა­ღა­ზი­ის კარი კი 1981 წელს პრო­ვან­სში გა­ი­ღო. დღეს­დღე­ო­ბით „ლო­ქ­სი­ტა­ნი“ მსოფ­ლი­ოს 93 ქვე­ყა­ნა­ში 3000-ზე მეტი ბუტიკით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ისინი დახ­ვე­წი­ლი გა­რე­მო­თი, სურ­ნე­ლო­ვა­ნი პარ­ფი­უ­მით, კოს­მე­ტი­კითა და ყვითელი სასაჩუქრე ბოქსებით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

039a5325-1698390079.jpg

„ლო­ქ­სი­ტა­ნის“ პრო­დუქ­ცი­ას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ორ­გა­ნუ­ლი ნი­შა­ნი და ეკო სერ­ტი­ფი­კა­ტი. არ შე­ი­ცავს პა­რა­ბე­ნებს, ცხო­ვე­ლურ ცხი­მებს, სი­ლი­კონს, კონ­სერ­ვან­ტებსა და ისეთ და­ნა­მატებს, რაც მათ სტან­დარ­ტებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

(R)