10 პროდუქტი რომელიც ფიგურას აფუჭებს - Gemrielia.ge

10 პროდუქტი რომელიც ფიგურას აფუჭებს


თუ ათასგვარი დიეტა სცადეთ, სასწორი კი ჯიუტად აჩვენებს ერთსა და იმავეს, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით: შესაძლოა მიზეზი იმ პროდუქტებშია, რომელიც ზედმეტი კილოგრამების კლებას უშლის ხელს.

დიდი რაოდენობით ცხიმი, შაქარი და ფქვილი მავნე რომ გახლავთ, ეს სიახლე არავისთვის არის. რა თქმა უნდა 1 ნაჭერი ტორტის შემდეგ 10 კილოგრამს არ მოიმატებთ, მაგრამ თუ ყოველ ჭიქა ჩაის კრემიანი ტორტის თანხლებით მიირთმევთ, 1 წელიწადში ნამდვილად დააგროვებთ ზედმეტ კილოგრამებს.

პროდუქტები, რომელიც უნდა გამორიცხოთ თქვენი რაციონიდან, ან მინიმუმამდე დაიყვანოთ მათი მოხმარება, არც ისე დიდია:

1. შაქარი. თუ გახდომა გსურთ, ჩაი და ყავა უშაქროდ უნდა დალიოთ. მოერიდეტ პაკეტის წვენებს და გაზიან ტკბილ სასმელებს, როემლებიც ასევე ბევრ შაქარს შეიცავენ.

2. კარტოფილი. ის მხოლოდ მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი მიიღეთ.

3. ცომეული - ფუნთუშები, ღვეზელები, თეთრი პური, ტორტები, კექსები უნდა დაივიწყოთ.

4. თეთრი ბრინჯი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს და არც თუ სასარგებლოა. მასზე მთლიანად უარის თქმა საჭირო არ არის, უბრალოდ, შეამცირეთ კვირაში 1-2 ულუფამდე. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვსახეობის ბრინჯით.

5. მიუსლი და სწრაფად მოსამზადებელი ფაფები მხოლოდ ცარიელ ნახშირწყლებს შეიცავენ და მხოლოდ მცირე ხნით ანაყრებენ ორგანიზმს.

6. ცხიმიანი ხორცი, შაშხი, ძეხვეული, , სოსისი მხოლოდ მცირე რაოდენობით და ისიც იშვიათად მიირთვით. მათში ბევრი ცხიმი, მარილი და მავნე დანამატებია.

7. შპროტი, შებოლილი თევზი, კონსერვები ზეთში ნაჯერ ცხიმებს შეიცავენ და გახდომის პროცესს აფერხებენ.

8. კარაქი დიდი რაოდენობით ცხიმი და კალორიაა. მაგრამ ექიმები გვირჩევენ, მასზე მთლიანად უარი არ ვთვათ. კარაქი შეიცავს ვიტამინებს A, D, E, PP, B, ცხიმმჟავებს. ის აუციელებლი პროდუქტია კანის, ფრჩხილებისა და თმისთვის. მთავარია მისი მირთმევისას ზომიერება დავიცვათ.

9. მაიონეზი, მათ შორის „ლაითიც“, მავნე პროდუქტია. თუ უარს ვერ ამბობთ, მისი მომზადება თავად ისწავლეთ და მცირე რაოდენობით მიირთვით.

10. ჩიპსი, კრეკერი, მარილიანი თხილეული და სხვა ნებისმიერი სწრაფი წასახემსებელი შეცვალეთ ხილით და ჩირეულით