რატომ გვეხვევა თავბრუ წამოდგომისას და გვიბნელდება თვალებში, რა არის ამის ყველაზე ხშირი მიზეზი და როგორ უნდა მოვაგვაროთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები - Gemrielia.ge

რატომ გვეხვევა თავბრუ წამოდგომისას და გვიბნელდება თვალებში, რა არის ამის ყველაზე ხშირი მიზეზი და როგორ უნდა მოვაგვაროთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი იმისა, რომ ადამიანს წამოდგომისას თავბრუ ეხვევა, თვალთ უბნელდება და ყურებში შუილი აქვს და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ პრობლემას:

- როცა ადამიანს წამოდგომისას თვალთ უბნელდება, ყურებში შუილი აქვს და გული უჩქარდება, ამ ყველაფერს პოსტურალური ორთოსტატიული ტაქიკარდიის სინდრომი ჰქვია. წამოდგომისას გრავიტაცია ჩვენს სისხლს ქვედა კიდურებში ექაჩება. იმის გამო, რომ სისხლი ქვედა კიდურებში მიემართება, მას აორტა, საძილე არტერიები ვეღარ იღებს, ესენი თავის ტვინს გადასცემენ ინფორმაციას, რომ წნევა დავარდა. საპასუხოდ, თავის ტვინი შეეცდება, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ აიყვანოს და გულს უბრძანოს, მუშაობას აუჩქაროს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ადამიანს გული უხდება ცუდად. ეს ნორმალური რეაქციაა. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ სხეულს ამის მოგვარება ასე არ უნდა უწევდეს. მიზეზები ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით განსხვავებულია. თუ ახალგაზრდა გოგონებს ავიღებთ, მსგავსი რამ მენსტრუალური ციკლის შემდეგ ხშირია. თითოეული ციკლის დროს, დაახლოებით, 80 მლ-მდე სისხლი იკარგება. რაკი სისხლის მოცულობა ცოტაა, წამოდგომისას თავბრუსხვევის შეგრძნება აქვთ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. გარდა ამისა, მსგავსი შემთხვევა შეიძლება დღესასწაულის შემდეგაც ლოგიკური იყოს. როცა ადამიანი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებს, ალკოჰოლი შარდმდენია. რაკი სითხე სხეულიდან გამოაქვს, წამოდგომის დროს თავბრუსხვევის შეგრძნებაც აქვს.

შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს. მაგალითად, დიდი რაოდენობით საკვების მიღება. ასეთ შემთხვევაში სისხლის უდიდესი ულუფა წვრილი ნაწილისკენ მიემართება, რომ საკვები მოვინელოთ. რახან სისხლი მუცლის ღრუში აკუმულირდება, წამოდგომისას ქვემო კიდურებში მიემართება და თავის ტვინი ვეღარ იღებს. სწორედ ამიტომაა, რომ თავბრუ გვეხვევა...განაგრძეთ კითხვა