რა უნდა იცოდეთ 18-საათიან შიმშილზე - პირადი ექიმი მარი მალაზონია საათობრივი შეზღუდვების სარგებლობასა და რისკებზე
პირადი ექიმი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" ინტერვალური შიმშილის შესახებ საკმაოდ ვრცლად საუბრობს და ყველა სიკეთესა და რისკზე ამახვილებს ყურადღებას
- ინტერვალურ შიმშილთან დაკავშირებით ასეთი მასშტაბის ინფორმაციის თავმოყრა აქამდე არ მომხდარა. 4 300-ზე მეტი კვლევა გაანალიზდა და მონაცემებს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი აფასებდა. თუ აზრთასხვადასხვაობა წარმოიქმნებოდა, ერთმანეთს ხვდებოდნენ და დისკუსიას მართავდნენ. საბოლოოდ, 4300-ზე მეტი კვლევიდან 17 კვლევა გამოიკვეთა, რომელსაც ეს მონაცემები დაეყრდნო. გაანალიზდა, ახდენს თუ არა ინტერვალური შიმშილი გავლენას ადამიანის შიმშილის განცდაზე, კვების მოთხოვნილებასა და სისავსის განცდაზე. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა.
ინტერვალური შიმშილის შესახებ ხშირად ამბობენ, რომ ის მადას აქრობს და ამით ყველა სხვა შემზღუდავი კვებისაგან განსხვავდება. კვლევამ ეს შედეგი არ დაადასტურა. ინტერვალური შიმშილით მიღებული მონაცემები, დიდად არ განსხვავდებოდა გახანგრძლივებული, კალორიაშეზღუდვით მიმდინარე კვების მოდელისაგან. ინტერვალური შიმშილი არ აღმოჩნდა კვების ის მოდელი, რომელიც იმაზე მეტად აქვეითებს შიმშილის მოთხოვნილებასა და მადას, ვიდრე სხვა შემზღუდავი კვების მოდელი. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ინტერვალურ შიმშილს ჩრდილი მიადგა.
დღე-ღამის განმავლობაში კვების ინტერვალი შესაძლოა, სხვადასხვანაირად გადავანაწილოთ. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვიკვებებოდეთ 20 საათის განმავლობაში და 4 საათი გვეძინოს. ამას ჭარბი წონისა და სიმსუქნის დიდი რისკი აქვს. შესაძლოა, 8 საათი გვეძინოს და დარჩენილი 16 საათი მთლიანად კვებით გავაჯეროთ. ესეც საკმაოდ მაღალი რისკის ინტერვალური მოდელი გახლავთ.
არსებობს მოდელები, რომლებიც ბევრად უფრო შემზღუდავია. ახლა განსაკუთრებით პოპულარულია ის მიდგომა, როცა ადამიანი 8 საათის განმავლობაში იკვებება და 16 საათი არაფერს მიირთმევს, ან კიდევ 6 საათი იკვებება და 18 საათი არ მიირთმევს საკვებს. თუმცა, კიდევ უფრო უკიდურესი, პრაქტიკულად, შიმშილთან ასოცირებული მოდელიც გვხვდება.
არის თუ არა ინტერვალური კვება, როდესაც კვირის დღეებს ვანაწილებთ, მაგალითად, 7 დღიდან 2 დღე ვზღუდავ კვებას და 5 დღე ჩვეულებრივ ვიკვებები? - დიახ, ესეც ინტერვალური კვების მოდელი გახლავთ და ხანგამოშვებით შიმშილად განიხილება.
რა სიკეთე აქვს კვების ამ მოდელს?
განვაზოგადოთ და ვთქვათ, რა სიკეთე აქვს კალორიადამზოგავ, შემზღუდავ კვებას - მედიკოსები თანხმდებიან, რომ კალორიაშემზღუდავ ნებისმიერ კვების მოდელს, თუ ის ორგანიზმში საკვები ნივთიერებების დეფიციტს არ გამოიწვევს, შეუძლია, ადამიანს ძალიან კარგი სამსახური გაუწიოს არამარტო წონის კონტროლის თვალსაზრისით, არამედ დღეგრძელობის თვალსაზრისით, ონკოლოგიური პრობლემების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად, ინსულინის მიმართ მგრძნობელობის შესაცვლელად და ასე შემდეგ...განაგრძეთ კითხვა