სვანური ზისხორა და ხორცპროდუქტები „ვეფხისტყაოსნიდან“ - ქართულ-ეპანური კომპანია Native Georgian ბაზარზე ახალ პროდუქტებს გამოიტანს
ხორცპროდუქტები უნიკალური ქართული ღორის ჯიშებისაგან და ძეხვეული, მივიწყებული ქართული რეცეპტებით, ქართულ-ეპანური კომპანიის, Native Georgian-ს ინოვაციაა. პროდუქცია მრავალფეროვანი და ბაზრისთვის ჯერ კიდევ უცხოა.
სვანური ზისხორა, იგივე სისხლის ძეხვი და “ვეფხისტყაოსანში” ნახსენები უძველესი ტრადიციული ხორცპროდუქტები მალე ქართულ ბაზარზე გამოჩნდება და ქსელურ სუპერმარკეტებში, კომპანიის მიერ წარმოებულ ხამონთან და რაჭულ ლორთან ერთად გაიყიდება.
ქართული ბაზრისთვის შეთავაზებულ ახალ პროდუქტებზე, სამომავლო გეგმებსა და მათ სექტორზე პანდემიის გავლენაზე კომპანიის დამფუძნებელმა, ვასილ ბაბლუანმა ისაუბრა.
"ჩვენი წარმოება ქალაქ ონშია, სადაც მიმდინარეობს ხორცპროდუქტების ქართული ტრადიციული მეთოდებით დავარგება. დღეს ბაზარზე ცნობილი მხოლოდ რაჭული ლორია, თუმცა მისი ტექნოლოგიური ჩანაწერები არ არსებობს და წარმოება მიმდინარეობს სტიქიურად. მიუხედავად ამისა, მიღებული პროდუქცია არის ხარისხიანი...განაგრძეთ კითხვა