რამდენი შაქარი უნდა ჩაიყაროთ ჩაიში ან ყავაში ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ?
რაციონში ჭარბი შაქარი იწვევს დიაბეტის განვითარებას, აზიანებს კბილებს და შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი სიმსუქნისკენ.ჭარბი წონა კი, მოგეხსენებათ, საშიში დაავადებების გრძელ სიას უკავშირდება. თუმცა, რა უნდა გააკეთოთ, თუ უბრალოდ არ შეგიძლიათ უარი თქვათ სასმელში შაქრის დამატების ჩვევაზე?
დანიაში ჩატარებული 32 წლიანი კვლევის შედეგები ყავასა და ჩაის დამატებული შაქრის ზეგავლენაზე სიცოცხლის ხანგრძლივობაზე აჩვენებს, რომ შეიძლება არ დაგჭირდეთ არაფრის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში.
მეცნიერთა დასკვნები გამოქვეყნდა PLOS One-ში.
ნაშრომის ავტორები აკვირდებოდნენ კოპენჰაგენის მამაკაცთა კვლევის მონაწილეებს. 2,923 ადამიანის ნიმუში მოიცავდა 40-დან 59 წლამდე ასაკის კოპენჰაგენის მაცხოვრებლებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების...განაგრძეთ კითხვა