„პური, რძის ნაწარმი, ხორცეული…“ - რომელი პროდუქტები გაძვირდა და რომელი გაიაფდა? - Gemrielia.ge

„პური, რძის ნაწარმი, ხორცეული…“ - რომელი პროდუქტები გაძვირდა და რომელი გაიაფდა?

2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, ინფლა­ცი­ის დო­ნემ სა­ქარ­თვე­ლო­ში 0.6 პრო­ცენ­ტი, ხოლო წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 0.8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ამ 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, 2.4 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო თამ­ბა­ქოს გა­რე­შე წლი­უ­რი სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2.1 პრო­ცენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა."ყო­ველ­თვი­უ­რი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე:

ტრან­სპორ­ტი: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 3.6 პრო­ცენ­ტით, რაც 0.45 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა მთლი­ან ინ­დექსზე. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე (5.6 პრო­ცენ­ტი). ამას­თან, ფა­სე­ბი შემ­ცირ­და სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (-0.4 პრო­ცენ­ტი);

ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი: ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 3.3 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ტე­ბა, რაც 0.13 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა თვის ინფლა­ცი­ა­ზე. ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია რო­გორც ფეხ­საც­მლის (7.0 პრო­ცენ­ტი), ისე ტან­საც­მლის (1.9 პრო­ცენ­ტი) ჯგუ­ფებ­ზე;

ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი, თამ­ბა­ქო: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გაზ­რდი­ლია 1.3 პრო­ცენ­ტით, რაც 0.09 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა თვის ინფლა­ცი­ა­ზე. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე (1.4 პრო­ცენ­ტი) და ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე (1.1 პრო­ცენ­ტი)...განაგრძეთ კითხვა