„ბოლო 1 თვეში 6 კგ დავიკელი…“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი წონის კლების 5 მთავარ წესს გვიზიარებს - Gemrielia.ge

„ბოლო 1 თვეში 6 კგ დავიკელი…“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი წონის კლების 5 მთავარ წესს გვიზიარებს

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს მათი შვილი ანნა.

ჯანეტი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს რჩევებს ხშირად აძლევს. ამჯერად იგი გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

"დღეს მინდა გაგიზიაროთ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც, ყოველგვარი დამღლელი დიეტის გარეშე, ბოლო 1 თვეში 6 კგ დავიკელი.

5 ძირითადი წესი, რომლის დაცვითაც შევძელი ზედმეტი კილოგრამების მოშორება, სხეულის გაჯანსაღება და ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

გიზიარებთ ამ წესებს, რომ თქვენც დანერგოთ თქვენს ცხოვრებაში და გააუმჯობესოთ განწყობა და გარეგნობა.

1. მოვაწესრიგოთ დღის რეჟიმი და კვების რაციონი

8:00 ადგომა. დიდი ჭიქით ვსვამ ლიმონიან თბილ წყალს;

საუზმეს ვტოვებ (კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან);

დღის განმავლობაში ვსვამ 3, 3.5 ლ წყალს;

კვების რაციონიდან ამოვიღე ტკბილეული, ცომეული და ცხიმიანი საკვები;

ბლომად მივირთმევ სალათის ფურცლებისგან დამზადებულ სალათებს + ხორცი, თევზი, ბოსტნეული, თხილეული, მცენარეული რძე...განაგრძეთ კითხვა