4 საუკეთესო დეტოქს პროდუქტი - Gemrielia.ge

4 საუკეთესო დეტოქს პროდუქტი

გთავაზობთ 4 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე უკეთ „დაალაგებს“ თქვენს ორგანიზმს:


1. სტაფილო. ის ასუფთავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. განსაკუთრებით კარგია, თუ წინა დღეებში შემწვარი და მძიმე საკვები დიდი რაოდენობით მიირთვით. მისი მიღება რეკომენდირებულია  უმი სახით. სტაფილოსთან ერთად კარგი იქნება მიირთვათ წითელი ხახვი, თეთრი ქიშმიში, მოხარშული შავი ან წითელი ლობიო. A ვიტამინი რომ უკეთ შეითვისოს ორგანიზმმა, სტაფილოს ცოტაოდენი ზეთი დაამატეთ.

2. ჭარხალი. ორგანიზმის გასაწმენდად ეფექტურია უმი ან ნახევრად უმი (ხარშვა 20-25 წთ) ჭარხლის მიღება. უკეთესი შედეგისთვის, შეგიძლიათ დაამატოთ დამბალი შავი ქლიავის ჩირი, ქინძი, ნიორი და ზეითუნის ზეთი.

3. ქატოს ფაფა ნაწლავების არაჩვეულებრივი გამწმენდია. თუმცა თუ კუჭის პრობლემები გაქვთ, ქატოს სიფრთხილით მოეკიდეთ. ამ ფაფის დასამზადებლად ქატო უნდა შეურიოთ სხვა და სხვა ფანტელს (შვრიის, წიწიბურის, ბრინჯის) პროპორციით 1:1. დაასხით წყალი და მოხარშეთ თხელი ფაფა. მიირთვით საუზმეზე, სადილად და ვახშმად მარილისა და შაქრის დამატების გარეშე.

4. ოსპი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც არაჯანსაღად და დაუბალანსებლად იკვებება, ან მკაცრ დიეტაზეა. შეგიძლიათ მიირთვათ წყალზე მოხარშული ოსპის პიურე ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით და მარილით.