„ამაღლებს გუნება-განწყობას, აახალგაზრდავებს კანს...“ - რა სასარგებლო თვისებები აქვს პომიდორს? - Gemrielia.ge

„ამაღლებს გუნება-განწყობას, აახალგაზრდავებს კანს...“ - რა სასარგებლო თვისებები აქვს პომიდორს?

პომიდვრის უნიკალურობას, საუცხოო გემოს გარდა, მისი სასარგებლო თვისებებიც განაპირობებს. რაც უფრო მწიფეა პომიდორი, მით უფრო მეტ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.პომიდორში წარმოდგენილია შაქრები (გლუკოზა და ფრუქტოზა), A, B, B2, B6, B9, C, E, K, PP ვიტამინები და ბეტა-კაროტინი, ორგანული ვაშლის, ლიმონისა და ღვინის მჟავები, ორგანული მფრინავი სპირტი და ეთერზეთები, კალციუმი, კალიუმი, იოდი, ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, ქლორი, სპილენძი, თუთია და გოგირდი მანგანუმთან ერთად.

პომიდვრის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს მიიჩნევენ.

პომიდორი მძლავრი ანტიოქსიდანტია

პომიდორი მდიდარია ლიკოპენით, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. ლიკოპენი ბუნების საოცრებაა, უამრავი დაავადების მკურნალი. მას გააჩნია ანტისიმსივნური მოქმედება – აფერხებს დნმ-ის მუტაციას და წყვეტს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. პომიდვრის სისტემატურად გამოყენება ყოველდღიურ რაციონში ამცირებს სიმსივნური პათოლოგიის განვითარების რისკს. ეს კი სწორედ პომიდორში შემავალი ლიკოპენისა და კაროტინოიდების დამსახურებაა. ლიკოპენი ცხიმებთან ერთად უკეთ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ამიტომაც სასურველია პომიდორი მცენარეულ ცხიმთან (ზეთთან) ერთად მივირთვათ. სწორედ ლიკოპენი ანიჭებს პომიდორს ღაჟღაჟა წითელ ფერს. ლიკოპენისა და ამავე დროს კალიუმის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო პომიდორი მეტად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. კალიუმს ხომ ორგანიზმში მიმდინარე წყალმარილოვან ცვლაში განსაკუთრებული როლი აქვს.

პომიდორს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება

პომიდვრის წვენი, ფიტონციდების წყალობით, ხოცავს მავნე მიკრობებსა და პათოგენური ფლორის სხვა წარმომადგენლებს. ანტიბაქტერიული მოქმედების გარდა, პომიდორს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გლიკოალკალოიდის შემცველობის გამო კი ის ავლენს არა მხოლოდ ბაქტერიციდულ, არამედ ფუნგიციდურ (სოკოს მომკვლელ) მოქმედებასაც. პომიდორი სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისათვის...განაგრძეთ კითხვა