5 კერძი, რომლითაც თქვენი ოჯახის წევრებს გააოცებთ - Gemrielia.ge

5 კერძი, რომლითაც თქვენი ოჯახის წევრებს გააოცებთ

გემრიელი კერძის მოსამზადებლად ხარისხიანი ინგრედიენტები გადამწყვეტია. ერთ მცირე დეტალსაც კი შეუძლია განსაზღვროს კერძის საბოლოო გემო. სწორედ ამიტომ გაითვალისწინეთ მცირე ნიუანსებიც კი, მაგალითად, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ხარისხიანი სპრედი ან სწორად შერჩეული სუნელები.

ამჯერად წარმოგიდგენთ 5 გამორჩეულ რეცეპტს, რომლებითაც თქვენი ოჯახის წევრებს ნამდვილად გააოცებთ.

#1 - შემწვარი ორაგული საფირმო სოუსით

400066558-695648335868500-242304338884000856-n-1699863780.jpg

ინგრედიენტები:

  • ორაგულის ფილე - 4 ნაჭერი
  • ისპანახის ფოთლები - 1 კონა
  • პომიდორი ჩერი - 300 გრ.
  • სპრედი „ოდა“ – 100 გრ.
  • ნაღები - 250 მლ.
  • პარმეზანი - 100 გრ.
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი და პილპილი
  • ლიმონის წვენი
  • ბაზილიკა ან შაშკვლავი

მომზადების წესი:

ორაგულის ფილე გაასუფთავეთ, გარეცხეთ, ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. პარალელურად ტაფაზე გაადნეთ სპრედი და თევზი ორივე მხრიდან 5-5 წუთის განმავლობაში.

ამოიღეთ ტაფიდან თევზი, დარჩენილ მასაში ჩაამატეთ ცოტა სპრედი და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, დაჭრილი ისპანახის ფოთლები და ნაღები. თუშეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩააწყვეთ წინასწარ შემწვარი თევზი, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. დაახურეთ თავზე და დაბალ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.

შემდეგ გადმოდგით კერძი ცეცხლიდან, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ ბაზილიკა და გემრიელად მიირთვით.

#2 - გამომცხვარი კარტოფილი ნივრიანი სოუსით

400015293-306954718807563-4523276517825793031-n-1699863845.jpg

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი - 4 ცალი
  • სპრედი „ოდა“ – 100 გრ.
  • ნიორი - 4 კბილი
  • კამა - 1 კონა

მომზადების წესი:

კარტოფილი კარგად გარეცხეთ, ზედაპირულად დასერეთ და 10 წუთის განმავლობაში მარილიან წყალში ხარშეთ. რომ შეგრილდება, წაუსვით სპრედი და „ფოლგაში“ შეფუთული გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთის გამავლობაში.

პარალელურად, წვრილად დაჭერით კამა, გახეხეთ ნიორი და დაუმატეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული სპრედი. ღუმელიდან გამოღებულ კარტოფილში ჩადეთ მიღებულ მასა და გემრიელად მიირთვით.

#3 - გამომცხვარი ქათამი

400398084-1124304222287463-2532806934258077509-n-1699863903.jpg

ინგრედიენტები:

  • ქათამი - საშუალო ზომის
  • სპრედი „ოდა“ - 100 გრ.
  • ნიორი - 3 კბილი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ქონდარი - გემოვნებით
  • წითელი წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესი:

ქათამი გარეცხეთ და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ სპრედს დაამატეთ სანელებლები. მიღებული მასა კარგად წაუსვით ქათამს, ეცადეთ ცოტა კანქვეშაც წაუსვათ. ქათამი შეფუთეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ ღუმელში 190 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაცალეთ ფოლგა და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

#4 - ნახევრადფენოვანი ხაჭაპური

368400410-1353914928600673-1753662790830167430-n-1699864017.jpg

ინგრედიენტები:

  • სპრედი „ოდა“ - 300 გრ
  • ფქვილი - 1 კგ.
  • ყველი - 1 კგ.
  • თბილი წყალი - 500 მლ
  • საფუარი - 1 ს.კ.
  • შაქარი - 1 ჩ.კ.
  • მარილი - 1 ჩ.კ.

მომზადების წესი:

თასში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები, დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი. შეფუთეთ და 1 საათი თბილ ადგილას დააყოვნეთ. შემდეგ კარგად ჩაზილეთ და გააბრტყელეთ, წაუსვით ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული სპრედი, გადაკეცეთ და მაცივარში შედეთ 30 წუთის განმავლობაში. კარგი ცომის მისაღებად საჭიროა რამდენჯერმე გადაკეცვა. შემდეგ კი რულეტივით დაახვიეთ და 4 ნაწილად გაჭერით.

1 ნაჭერი კარგად გააბრტყელეთ, ზემოდან გადაანაწილეთ ყველი და დააფინეთ მეორე ფენა ცომი. 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. ანალოგიურად გააკეთეთ მეორე ხაჭაპური ცომის დარჩენილი 2 ნაჭრით.

ამავე რეცეპტით შეგიძლიათ გააკეთოთ ლობიანიც.

#5 - ლავა ქეიქი

400772962-257548516948138-4753916986056534885-n-1699864028.jpg

ინგრედიენტები:

სპრედი „ოდა“ - 100 გრ.

შავი შოკოლადი - 150 გრ.

კვერცხი - 8 ცალი

შაქარი - 110 გრ.

ფქვილი - 150 გრ

მომზადების წესი:

ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი და სპრედი. პარალელურად 4 კვერცხის ცილა ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ შაქარი. მყარი ბეზე რომ გაკეთდება, ნელ-ნელა შეათქვიფეთ 8 კვერცხის გული. შემდეგ კი დაუმატეთ გამდნარი შოკოლადისა და სპრედის მასა. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და ხის კოვზით ამოურიეთ ქვემოდან ზემოთ მოძრაობით. ჩაასხით ფორმაში და მინიმუმ 5 საათის განმავლობაში შედეთ საყინულეში. გაყინული მასალა 180 გრადუსზე გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში. დაჭერით ცხელი. შეგიძლიათ მიირთვათ ვანილის ნაყინთან ერთად.

395365323-717821289839146-5779903482769074527-n-1700044926.jpg