რა საფრთხეს შეიცავს პაკეტებში მოთავსებული ჩაი და როგორ უნდა გამოიყენოთ სწორად - სპეციალისტები საუბრობენ
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს, რა საფრთხეს შეიძლება იწვევდეს პაკეტებში მოთავსებული ჩაი და რა არის უფრო ჯანსაღი ალტერნატივა:
- როდესაც ტოქსიკურობაზე ვსაუბრობთ, თავად მცენარეს, ჩაის არ ვგულისხმობთ. მხოლოდ და მხოლოდ იმ შეფუთვის ფორმაზე ვაკეთებთ აქცენტს, რითაც უხშირესად თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად მიირთმევს. ჩაის თეთრი პაკეტების გამოყენებით, აურაცხელი მავნე ნივთიერება იბუდებს და შემოდის ჩვენს ორგანიზმში. დასაყენებელ ჩაის, გემოსა და სარგებლის კუთხით, მაინც ბადალი არ ჰყავს. მრავალრიცხოვანი გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ჩაის, განსაკუთრებით კი, მწვანე ჩაის ანტიკანცეროგენული, ანუ კიბოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ის კუჭის, კანის, სწორი ნაწლავის, ფილტვის, ძუძუს, პროსტატის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. როდესაც მის შეფუთვაზე ვსაუბრობთ, დგება შეკითხვა - ეს ეფექტი გაბათილებული ხომ არ არის? შეფუთვა შეიცავს იმ ძალიან მავნე, ტოქსიკურ ნივთიერებას, რასაც ეპიქლორჰიდრინი ეწოდება. სხვადასხვა გამოკვლევის შედეგად დადგინდა, ეპიქლორჰიდრინი ადამიანში ფილტვის კიბოს რისკს ზრდის. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ ნივთიერებამ კანის კიბოს განვითარების რისკი გაზარდა. გვაქვს არაჩვეულებრივი...განაგრძეთ კითხვა