სასის წყალი - სასარგებლო კოქტეილი გასახდომად - Gemrielia.ge

სასის წყალი - სასარგებლო კოქტეილი გასახდომად



სასის წყლის კლასიკური რეცეპტი ასეთია: 2 ლიტრ სუფთა წყალს უნდა დაამატოთ 1 ს.კ. გახეხილი, ფაფის კონსისტენციის ჯანჯაფილი, თხლად დაჭრილი საშუალო ზომის კიტრი და 10-12 ფოთოლი პიტნა, მსუბუქად დასრესილი. სასმელი უნდა მოამზადოთ საღამოს და დადგათ მაცივარში.

არსებობს ვარიაცია ლიმონითაც: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტს ემატება დაჭრილი ლიმონიც.

მიღებული კოქტეილი მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ. პარალელურად, უნდა შეამციროთ საკვების კალორაჟი 1400-1500 კკალორიამდე. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, უჯრედისის შემცველ საკვებს.

სასის წყლის მიღების წესები

• ინგრედიენტები უნდა იყოს ხარისხიანი

• ნუ დატოვებთ სასმელს მზიან ადგილას ან სითბოში, ვიტამინები გაქრება, სასმელი კი შესაძლოა დამჟავდეს.

• ნუ მიიღებთ ამ სასმელის დიდ დოზას მეტი ეფექტის იმედით- ეს დიდი დატვირთვა იქნება თირკმელებისთვის და კუჭისთვის.

• 1 ჯერზე მხოლოდ 1 ჭიქა დალიეთ.

• წყლის ბოლო ულუფა დაძინებამდე 1.5-2 საათით ადრე მიიღეთ.

• დალევის წინ შეგიძლიათ გაწუროთ სასმელი.

• რაციონიდან ამოიღეთ გაზიანი სასმელი, ტკბილეული, ჩაი და ყავა (მათ ამ წყლით ჩაანაცვლებთ)

• საკვები მცირე ულუფებად მიიღეთ.


ნუ მიიღებთ სასის წყალს, თუ ალერგიული ხართ მის რომელიმე კომპონენტზე, გაწუხებთ გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის ან თირკმელების დაავადებები.

სასის წყალს დადებითი შეფასებები ახლავს მომხმარებელთა მხრიდან. განსაკუთრებით ეფექტურია დიეტასთან ერთად. მომხმარებლები აღნიშნავენ საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხეულის ცხიმოვანი ფენის შემცირებას.