"შიმშილი ორგანიზმს აბერებს... დღეში სამჯერ მაინც უნდა იკვებოთ და ღამით გააკეთოთ დიდი ინტერვალები..." - ენდოკრინოლოგი ნატა გაგუა დიეტის მიზნით შიმშილზე
ენდოკრინოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში "შუადღე" განმარტავს, რატომ არ არის სასურველი შიმშილი წონაში დაკლების მიზნით და რა ზიანს აყენებს ეს ჩვენს ორგანიზმს:
- მუდმივი შიმშილი უჯრედის ოქსიდაციურ სტრესს იწვევს. ერთი წინადადებით რომ გითხრათ, უჯრედს აბერებს. ამიტომ, მამაკაცებისთვის მინიმალური კალორაჟი, დაახლოებით, 1800 კალორია, ქალბატონებისთვის კი - 1200-ია. აქედან გამომდინარე, ჩვენი რაციონი ამაზე ნაკლებ კალორიას არ უნდა შეიცავდეს. კარგი იქნება,თუ ღამის ინტერვალს - მინიმუმ 12 საათს, მაქსიმუმ კი 18 საათს დავიცვათ. 12-საათიანი უზმო ინტერვალით დავიწყოთ, შემდეგ გადავიდეთ 13-ზე, 14-ზე, 15-ზე და დავიჭიროთ ის ინტერვალი, რომელიც ჩვენთვის სასიამოვნოა...განაგრძეთ კითხვა
ასევე დაგაინტერესებთ:
- რატომ არის საშიში წონის სწრაფი დაკლება? - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
- "3 დღეში დაიკლებთ წონაში! შეგიძლიათ მთელი დღე ამ კოქტეილზე იყოთ" - ლაშა უჩავას რეცეპტი წონის სწრაფად კლებისთვის
- რატომ ვერ იკლებთ წონაში? - 5 მავნე ჩვევა, რომლებიც ხელს გიშლით წონის კლებაში - ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის განმარტება