„იმერული ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა - ფასები ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე გაიზარდა“ - Gemrielia.ge

„იმერული ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა - ფასები ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე გაიზარდა“

2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაიზარდა და 6.47 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, თვიურ ჭრილში (2023 წლის ოქტომბერთან შედარებით) ხაჭაპურის ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურად (2022 წლის ნოემბერთან შედარებით) 6.9%-ით შემცირდა.

„წლის ამ პერიოდში ინდექსის ზრდა ჩვეული მოვლენაა, რასაც, მეტწილად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. ამის მიზეზი ნედლი რძის მიწოდების სეზონური შემცირებაა, რაც ზრდის მოთხოვნას იმპორტირებულ რძის ფხვნილზე.

ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიცვალა ყველის ფასი (+8.3%)...განაგრძეთ კითხვა