"მინუს 16 კილოგრამი... ყოველდღე შენ გლოცავ" - როგორ შეძლო ნინი შერმადინმა ზედმეტი კილოგრამების დაკლება?
ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსსა და მომღერალს, ნინი შერმადინს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის წლების მანძილზე არაერთ ქართულ პროექტსა თუ შოუში მონაწილეობდა და მსმენელისთვის თავის შეყვარებაც მარტივად მოახერხა.
განსაკუთრებული პოპულარობა ნინიმ 2003 წელს მოიპოვა, როცა მონაწილეობა მიიღო პროექტში "ნუცას სკოლა". იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის შემდეგ პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი ბერძნულ X Factor-შიც მონაწილეობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.
ნინი შერმადინს ჰყავს ქალიშვილი, რომელიც წლების მანძილზე დედისგან შორს, საქართველოში ცხოვრობდა, მაგრამ ნინიმ მარიამის ამერიკაში წაყვნა შეძლო და ახლა დედა-შვილი ერთად აგრძელებს ცხოვრებას.
ნინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ხშირად აქვეყნებს სიახლეებს კარიერული წინსვლის შესახებ და სხვა ქართველებსაც აქტიურად უჭერს მხარს. ამჯერად კი ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ 16 კილოგრამი დაიკლო...განაგრძეთ კითხვა