7 პროდუქტი ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად - Gemrielia.ge

7 პროდუქტი ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად




ავოკადო
ეს ტროპიკული ხილი დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. იგი დიდი რაოდენობით სასარგებლო ცხიმებს შეიცავს, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და კანს შიგნიან ატენიანებს. ვინც მას რეგულარულად მიირთმევს, არც ქოლესტერინის პრობლემა შეაწუხებს.

კურკუმა
სანელებლების სიკეთე რა ხანია ცნობილია. მაგალითად კურკუმა- ნამდვილი ახალგაზრდობის ელექსირია. კურკუმა ებრძვის ცელულიტს, აუფერულებს ნაიარევს, ეფექტურია მისი ნიღბები. ამცირებს ლტოლვას ტკბილეულისკენ - შესაბამისად კი დაგიცავთ ზედმეტი წონისგან .

მწვანე ბოსტნეულის და ხილის წვენები
ახალგამოწურული წვენები არა მხოლოდ ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში, არამედ გაახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას და ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით და მინერალებით მოამარაგებს. მწვანე ბოსტნეული და ხილი განსაკუთრებით სასარგებლოა. სცადეთ კიტრი, პიტნა, მწვანე ვაშლი, ლაიმი, ისპანახი, კივი, მწვანილეული...

ორაგული
დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3 ცხიმებს. ამ ინგრედიენტს მრავალი „ჯადოსნური კრემის“ქილის წარწერებშიც შეხვდებით. იგი ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას, კანს ელასტიურობას და ტონუსს ანიჭებს, გარდა ამისა, ომეგა 3 გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც დადებითად მოქმედებს.

ზეითუნის ზეთი
მშრალი კანი უფრო მეტად არის მიდრეკილი დაბერებისკენ. ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალება, რაც კანს ატენიანებს და არბილებს - ზეითუნის ზეთია. ცივი, მექანიკური დაწურვით მიღებული ზეთი სასარგებლო ცხიმმჟავებს შეიცავს,რომელთაც კანის უჯრედების აღდგენის უნარი აქვთ. თვით სოფი ლორენი არ მალავს თავის სიყვარულს ამ პროდუქტის მიმართ და აღიარებს, რომ მისი სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ეს ზეთია.

მწვანე ჩაი
ანტიოქსიდანტების შემცველობით მწვანე ჩაი ლიდერია. სახის კანის ახალგაზრდობისა და სილამაზისთვის ნორმად დღეში 3-4 ფინჯანი ჩაი მიიჩნევა.

კივი
კანის ახალგაზრდობისთვის ბრძოლაში ნამდვილად საჭირო პროდუქტია! მასში დიდი დოზით C და E ვიტამინი შედის, რომლებიც უჯრედებს ტოქსინებისგან და ულტრაიისფერი სხივების მავნე გავლენისგან იცავენ. თანაც კანის სილამაზისთვის ბრძოლის დროს ფიგურის გაფუჭებაც არ გემუქრებათ,რადგან ძალიან დაბალკალორიული ხილია.