"ინსულტის განვითარების ასაკი გაახალგაზრდავებულია" - რა უნდა იცოდეთ ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადების შესახებ და რა სიმპტომებით ვლინდება ინსულტი
ინსულტის სტატისტიკა ყოველწლიურად იმატებს და ის ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ დაავადებად ითვლება. ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, არის თუ არა ინსულტის განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი და რა სიმპტომები ახასიათებს მას:
- ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. სიმპტომები შესაძლოა, წამებში, წუთებში განვითარდეს.
ხდება ბალანსის დარღვევა, შესაძლებელია, ამას თან ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
მხედველობის გაუარესება, პაციენტს ბუნდოვანი მხედველობა აღენიშნება.
სახის ერთი ნაწილის ასიმეტრია ფიქსირდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წამებში ვითარდება.
ზედა, ან ქვედა კიდურის სისუსტე, შესაძლოა, სიარულის გაძნელება აღენიშნებოდეს, ან პაციენტი საერთოდ დაეცეს.
პაციენტს უჭირს მეტყველება
დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას იმიტომ, რომ ინსულტის დროს სწრაფი ჩარევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორც წესი, ინსულტი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით იწყება. როგორც აღვნიშნე, უმნიშვნელოვანესია, სასწრაფო დახმარების გამოძახება და პაციენტის ჰოსპიტალში გადაყვანა...განაგრძეთ კითხვა