რა იწვევს ძილში უეცარ შეკრთომას და როგორ უნდა აირიდოთ ეს პრობლემა თავიდან - გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს, რა იწვევს ძილში უეცარ შეკრთომას და რა უნდა გააკეთოთ, რომ ეს პრობლემა თავიდან აირიდოთ:
- ალბათ, ძილის დროს უეცარი კრთომა გამოგიცდიათ. გეღვიძებათ, გული გაქვთ აჩქარებული, რაღაც სიზმარი ნახეთ, განიცდით, ემოციებში ხართ და რომ შეკრთით, გეგონათ, რომ სადღაც ვარდებოდით. პაციენტების 70%-ს ეს ჩივილი აქვს და მთელი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე მაინც მეორდება. ამას ჰიპნაგოგური მიოკლონია ეწოდება. როდესაც ჩაგვეძინება, ჩვენთვის აუხსნელი მიზეზით, ჩვენი თავის ტვინი კუნთებს ინტენსიურ იმპულსებს უგზავნის. კუნთები რომ კრთის, გვაღვიძებს. როგორც წესი, ამ ყველაფერს თან გულისცემის აჩქარება ახლავს, გამოხატულად კარგად გამახსოვრდებათ სიზმარი და შიშის განცდა გაქვთ. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა, რაიმე დაავადებას არ უკავშირდება და არ შეგეშინდეთ. მაგრამ, მას თავისი გამომწვევიც გააჩნია...განაგრძეთ კითხვა