ახალი წელი ახალი კერძებით: როგორ დავზოგოთ ენერგია სადღესასწაულო სუფრის მომზადებისას - Gemrielia.ge

ახალი წელი ახალი კერძებით: როგორ დავზოგოთ ენერგია სადღესასწაულო სუფრის მომზადებისას

ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ დროა დაგეგმოთ სადღესასწაულო მენიუ და აირჩიოთ თქვენი საყვარელი ხორცპროდუქტები, რომელიც საინტერესო და განსხვავებული სუფრის საფუძველი გახდება.

ეს ბლოგი მათთვისაა, ვისაც ტრადიციული საახალწლო კერძები მობეზრდა, ბევრი დრო არ აქვს რთული კერძების მოსამზადებლად, ან უბრალოდ სიახლის შეტანა სურს და კრეატიულ რეცეპტებს ეძებს. ორიგინალური და სწრაფი კერძების მომზადების მთავარი საიდუმლო გემრიელი ხორცპროდუქტები შეიძლება იყოს: ბეკონის, შაშხისა და გერმანული ტექნოლოგიით და რეცეპტურით დამზადებული სხვადასხვა სახეობის ძეხვეულის გამოყენებით ნამდვილად შეძლებთ ააწყოთ განსაკუთრებული ხორცის დაფა და გააოცოთ ყველაზე გურმანი ადამიანიც კი.

ღუმელში გამომცხვარი შაშხი კონიაკით და ყავისფერი შაქრის მინანქრით

2-1702380710.jpg

ღუმელში გამომცხვარი შაშხი, მრავალი ქვეყნის საშობაო და საახალწლო მენიუში იკავებს გამორჩეულ ადგილს. მის მოსამზადებლად ორი მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა გაითვალისწინოთ. პირველი: შეარჩიოთ გემრიელი ხორცპროდუქტი და მეორე: მოამზადოთ სოუსი მინანქრისთვის. მარტივი გამომცხვარი შაშხის რეცეპტის მოსამზადებლად გირჩევთ გამოიყენოთ „ნიკორას“ შაშხი - შეიკა და არომატული კონიაკისა და ყავისფერი შაქრის მინანქარი. სწორედ შეიკას აქვს ის სტრუქტურა, რაც შაშხს გამოცხობის დროს სჭირდება. ეს არის შესანიშნავი მთავარი კერძი არა მხოლოდ საახალწლოდ, არამედ ნებისმიერი შემთხვევის აღსანიშნავად!

ინგრედიენტები:

  • შეიკა შაშხი

3-1702380749.jpg

  • ყავისფერი შაქარი;
  • კონიაკი - არომატის სიღრმეს მატებს ტკბილ მინანქარს;
  • მთელი მარცვლეულის მდოგვი. მჟავე მდოგვი აბალანსებს მინანქარს, რომ არ იყოს ძალიან ტკბილი;
  • სიმინდის სახამებელი - მინანქრის გასასქელებლად;
  • დაფქული კვლიავი, ქინძი, სურნელოვანი პილპილი და წითელი წიწაკა;
  • მარილი. მიუხედავად იმისა, რომ ლორს მარილი აქვს, მინანქარს ცოტა მარილი მაინც სჭირდება.

მომზადების წესი:

  1. საცხობ სინზე დააფინეთ ალუმინის ქაღალდი („ფოლგა“) და დადეთ შაშხი. შაშხი ზემოდან დასერეთ დანით ისე, რომ მინანქარმა ცხობისას ხორცზე საოცარი ეფექტი მოახდინოს.
  2. შაშხს შეაზილეთ შაქრის მინანქრის მასა, რომელიც მარტივად მზადდება: შეურიეთ ყველა ინგრედიენტები პატარა ჯამში. მიღებული მასა კარგად წაუსვით შეიკას.
  3. გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე, სანამ გარსი არ გამუქდება, არ გახდება ხრაშუნა და გამოუშვებს სასიამოვნო არომატებს. სუფრაზე მიტანამდე დასერეთ ბოლომდე კარგად.

ხორცის დაფა

4-1702380827.jpg

კარგად შერჩეული და მორთული ხორცის ან ყველის დაფა თქვენი სადღესასწაულო სუფრის წარმატების ნახევარია. მადისაღმძვრელი ხორცის დაფის შედგენა ნამდვილი ხელოვნებაა და არანაკლებ მნიშვნელოვანია მთავარი კერძების მომზადებაზე.

პროშუტო, ბრაუნშვაიგური, შინკენვურსტი, დაპრესილი და ტრადიციული შაშხი… - რომელი ხორცპროდუქტები უნდა იყოს ხორცის დაფაზე და როგორ ააწყოთ ის სწორად?

ხორცის დაფის ასაწყობად, მე ყოველთვის ვირჩევ „ნიკორას“ „კაიზერის“ პროდუქციას, რომელიც დამზადებულია გერმანული რეცეპტურისა და ტექნოლოგიის მიხედვით. მნიშვნელოვანია, დაიცვათ ძეხვეულის დაჭრისთვის რეკომენდებული პარამეტრები, პროდუქტის გემოვნური თვისებების შესაგრძნობად. სლაისები რაც შეიძლება თხელი უნდა ხორცის დაფის ასაწყობად, მე ყოველთვის ვირჩევ „ნიკორას“ „კაიზერის“ პროდუქციას, რომელიც დამზადებულია გერმანული რეცეპტურისა და ტექნოლოგიის მიხედვით. მნიშვნელოვანია, დაიცვათ ძეხვეულის დაჭრისთვის რეკომენდებული პარამეტრები, პროდუქტის გემოვნური თვისებების შესაგრძნობად. სლაისები რაც შეიძლება თხელი უნდა იყოს, ამიტომ, თუ ასაწონ პროდუქციას ყიდულობთ, ჯობს „ნიკორას“ სუპერმარკეტშივე სთხოვოთ კონსულტანტს და ხორცის საჭრელ მანქანაზე დააჭრევინოთ.

5-1702380857.jpg

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი სალიამი ორიგინალური;
  • 200 გრამი სალიამი პიკანტური;
  • 200 გრამი ბასტურმა;
  • 100 გრამი ბრაუნშვაიგური;
  • 100 გრამი შინკენვურსტი.

დანარჩენი ინგრედიენტები ხორცის დაფის შესავსებად:

  • მარილიანი კრეკერები;
  • ზეთის ხილი;
  • თხილეული (ნუში, თხილი ან ნიგოზი);
  • ყველი.

მომზადება:

  1. ყველა ხორცპროდუქტი უნდა დაჭრათ ძალიან თხელ ნაჭრებად. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია გემოსა და არომატების შესაგრძნობად;
  2. დაჭრილი ხორცპროდუქტები მონაცვლეობით მოათავსეთ თეფშზე და გააფორმეთ დანარჩენი ინგრედიენტებით.

ასევე, კარგი იდეა იქნება ბრუსკეტების, კრეპებისა და შიგთავსიანი მინი-ტარტალეტების მომზადება.

6-1702380947.jpg

აქ შეგიძლიათ ფანტაზია გაშალოთ: ტარტლეტები ყველით და კრევეტებით, ბრუსკეტა ავოკადოთი, მოცარელითა და ზეითუნის ზეთით, კაპრეზე პომიდვრითა და შაშხით, მინი სენდვიჩები წითელი ხიზილალით - შეარჩიეთ საახალწლო სუფრისთვის თქვენი საყვარელი პროდუქტები.

ასეთი მენიუს იდეალური დამატება იქნება წითელი ღვინო, რომელიც შეგიძლიათ ტქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!