როგორ უნდა ვიკვებოთ, რომ კარგი მეხსიერება გვქონდეს და დემენციისა და ალცჰაიმერის რისკები შევამციროთ - ტვინისთვის საჭირო პროდუქტების ჩამონათვალი
ხშირად ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჯანსაღი მეხსიერებისა და აზროვნების შესანარჩუნებლად, ტვინს სათანადო კვება და ვარჯიში სჭირდება. ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვა ჩვენს მეხსიერებას დიდი ხნის განმავლობაში დაიცავს და ალცჰაიმერის დაავადების რისკებსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს:
პირველ რიგში, აღსანიშნავია, ტვინის კვებაში ბოსტნეული ძალიან დიდ როლს ასრულებს. სასარგებლო თვისებებით განსაკუთრებით გამორჩეულია ბროკოლი, რომელიც სხვა ნივთიერებებთან ერთად, ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ასევე, მაგნიუმსა და სელენს, რომლებიც ტვინისთვის უაღრესად სასარგებლოა.
სწორი კვება ტვინისთვის:
ის, თუ რას ვჭამთ, პირდაპირ აისახება ჩვენი ტვინის მუშაობაზე. თანამედროვე მეცნიერები, რომლებმაც ტვინის დაბერების, დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზები შეისწავლეს, ირწმუნებიან, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტასთან მიახლოებული კვების მოდელი ჩვენს ტვინს მართლაც ააქტიურებს და ჯანსაღად მუშაობის ხარისხს აუმჯობესებს...განაგრძეთ კითხვა