როცა შიმშილი შემოგიტევთ, მაგრამ სადილობის დრო არ გაქვთ... - 12 ჯანსაღი წასახემსებელი ექსტრემალური სიტუაციებისთვის - Gemrielia.ge

როცა შიმშილი შემოგიტევთ, მაგრამ სადილობის დრო არ გაქვთ... - 12 ჯანსაღი წასახემსებელი ექსტრემალური სიტუაციებისთვის

როცა შიმშილი განსაკუთრებით შემოგიტევთ, თქვენ კი ამა თუ იმ მიზეზით გემრიელად სადილობა არ შეგიძლიათ, გამოსავალი მაინც არსებობს.  გთავაზობთ 12 გემრიელ და სასარგებლო ვარიანტს - რა შეგიძლიათ მიირთვათ ასეთ დროს!


1. ვაშლი - ის ბევრ მინერალს და ვიტამინს შეიცავს. მდიდარია უჯრედისით, ფლავონოიდებით, პოლიფენოლებით. შეეცადეთ მიირთვათ ყოველ დილით ან ძირითად კვებას შორის წასახემსებლად.

2. ბანანი -კალიუმის საუკეთესო წყაროა. დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სისხლის წნევის ნორმალური მდგომარეობა.

3. წითელი ტკბილი წიწაკა - ის სავსეა ანტიოქსიდანტებით, A და ჩ ვიტამინებით, რომელიც თქვენი კანის სილამაზისთვის აუცილებელია.

4. ნატურალური შავი შოკოლადი - თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, წასახემსებლად მაღალი ხარისხის, ნატურალური შავი შოკოლადი აირჩიეთ. მაგრამ არა უმეტეს 50-60 გრამისა დღეში.

5. გოგრის თესლი . ის მაგნიუმის, რკინის, კალციუმის, ვიტამინ K -ს და ცილის ნამდვილი საბადოა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გოგრის თესლი კარგადაც დაგანაყრებთ და შრომისუნარიანობასაც აგიმაღლებთ.

6. სტაფილო - დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს და შიმშილის შემოტევების დროს ნამდვილი ხსნაა. თან ჯანსაღი კვების პრინციპებშიც ჯდება.

7. შვრიის ფაფა - სცადეთ დაიწყოთ დილა ამ შესანიშნავი საუზმით! მეტი გემოსთვის და სარგებლისთვის დაამატეთ ცოტა დარიჩინი, თაფლი, ქიშმიში, ნიგოზი, ხილი და ასე შემდეგ...

8. მწვანე სალათი - მწვანე ბოსტნეული ხომ სავსეა ვიტამინებით და მინერალებით, რომელთაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს და ადვილადაც გადაამუშავებს.

9. ანანასი - ის სწრაფად გადამუშავდება, შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელსაც გამწმენდი თვისებები აქვს და საჭმლის მონელებასაც ააქტიურებს. მაგრამ არ მიირთვათ ეს ხილი უზმოზე.

10. ბალახეულის ჩაი - თუ გშიათ, მაგრამ ჭამა არ გსურთ, დალიეთ ჩაი.

11. ლეღვის ჩირ - ეს პროდუქტი შესანიშნავად წმენდს სისხლს. შეარჩიეთ ნატურალური პროდუქტი, შაქრის ან სხვა დანამატეწბის გარეშე. ჩირი თავისთავად ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს და კალორიულია, ამიტომ ზომიერება დაიცავით.

12. ბოსტნეულის სუპ-პიურე - ეს მსუბუქი, სასარგებლო და გემრიელი კერძი სწრაფად დაგანაყრებთ, შეგმატებთ ენერგიას და არა ზედმეტ კალორიებს.