როგორ გავხადოთ საახალწლო სუფრა უფრო გემრიელი? - Gemrielia.ge

როგორ გავხადოთ საახალწლო სუფრა უფრო გემრიელი?

ყველას გვსურს, ჩვენი საახალწლო სუფრა გემრიელი კერძებით იყოს დაკომპლექტებული, რისთვისაც თითოეულ ინგრედიენტს დაკვირვებით ვარჩევთ ხოლმე.

გემრიელი კერძების მოსამზადებლად მაღალი ხარისხისა და მდიდარი გემოვნური თვისებების მქონე ზეთი გადამწყვეტ როლს ასრულებს. გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა კერძს განსხვავებული ნედლეულისგან დამზადებული ზეთი ესაჭიროება. სიმინდის, მზესუმზირისა და თუ ზეითუნისგან დამზადებული პროდუქტი კერძს თავის არომატსა და გემოს სძენს.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ზეთი და რომელი სახეობა რისთვის გამოიყენება?

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ზეთის ხარისხს ნედლეული და დამზადების ტექნოლოგია განსაზღვრავს. ევროპაში ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად მიიჩნევა Basso Fedel & Figli Srl, რომელსაც აღნიშნულ სფეროში თითქმის 130-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი პროდუქცია საქართველოშიც ხელმისაწვდომია და კულინარებსა და გურმანებში პოპულარობით სარგებლობს.

რეკომენდებულია, ზეთის არჩევისას ყურადღება მივაქციოთ მწარმოებლის რეპუტაციას და შესაბამისად, პროდუქტის ხარისხს. ამასთან, უნდა გადავამოწმოთ შენახვის ვადებიც: რაფინირებული ზეთი 1 წელიწადს ან ცოტა მეტ ხანს ინახება (გამონაკლისია რაფინირებული ზეითუნის ზეთი, მისი შენახვის ვადა 2 წელია), არარაფინირებული კი უფრო ნაკლებ ხანს: 3-8 თვეს. თუ ზეთის შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა აღნიშნულზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება აქვს დამატებული. გასათვალისწინებელია, რომ რაფინირებულ ზეთში არ უნდა იყოს ნალექი, მისი ტექსტურა კი კრიალა და გამჭვირვალე უნდა იყოს. არარაფინირებულ ზეთს კი შეიძლება ჰქონდეს ნალექი, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კია.

ევროპაში აღიარებული იტალიური მწარმოებლის Basso Fedel & Figli Srl-ის პროდუქციის მაგალითზე განვიხილოთ, როგორ შევარჩიოთ სხვადასხვა დაწურვის ზეთი და რომელი კერძისთვის გამოვიყენოთ ის:

  • ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი

· ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი

Basso-ს ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთში სრულად არის შენარჩუნებული ყველა ის სასარგებლო მიკროელემენტი და ვიტამინი (E, K ვიტამინები), რაც შეიძლება, ზეთისხილისგან მიიღო.

მისი ხარისხის ამოცნობა მარტივად შეგვიძლია: რადგანაც არის პირველადი ცივი დაწურვის, არ არის ისეთი კრიალა და გამჭვირვალე, როგორიც რაფინირებულია.

თუ საახალწლო სუფრისთვის სალათების, მარინადების, სოუსებისა და სხვადასხვა ცივი კერძის მომზადებას აპირებთ, მაშინ Basso-ს აღნიშნული ზეთი თქვენი ნახელავის სრულყოფისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ დაბალ ტემპერატურაზე მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეითუნის ზეთი იკეთებს ნალექს, კრისტალიზდება, მაგრამ 15-20 გრადუსზე უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას და ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს.

  • პომასი/სანსა

Basso-ს პომასი არის მეორადი გამოხდის რაფინირებული ზეთი, რომელიც მიიღება გაცხელების, მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების გზით.

მისი გამოყენება რეკომენდებულია შესაწვავად, არ აქვს მძაფრი გემო და პირიქით, აძლიერებს კერძის გემოვნურ თვისებებს.

გასათვალისწინებელია, რომ არარაფინირებული ზეთი გაცხელებისას წარმოქმნის ქაფს, რაფინირებული კი გამოირჩევა წვის მაღალი გამძლეობით. ამასთან, კარგი ხარისხის რაფინირებული ზეთი გაცხელებულ ტაფაზე დასხმის შემთხვევაში, არ უშვებს შავ ბოლს და არ შიშხინებს.

აღნიშნული ზეთი იდეალურია თევზის, ხორცის, ბადრიჯნისა თუ სხვა პროდუქტების შესაწვავად.

393118606-895591168427609-4216293735859009169-n-1703235949.png

  • სუფთა ზეითუნის ზეთი

Basso-ს ზეთის ეტიკეტზე მითითებული PURE OLIVE OIL ნიშნავს იმას, რომ პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია როგორც ცივი კერძების მოსამზადებლად, ისე შესაწვავად ან ხარშვისას.

შემადგენლობიდან გამომდინარე, აღნიშნულ ზეთს აქვს ორმაგი კულინარიული დანიშნულება, გამოიყენება მოსასხამად, შესაწვავად, გამოსაცხობად. ზეთი მიღებულია 20% „ექსტრა ვირჯინის“ და 80% პომასის შერევით.

აღნიშნული პროდუქტი წინასაახალწლო სამზადისისთვის თქვენი ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი გახდება.

  • ყურძნის წიპწის ზეთი

393098636-1612179569311134-7005026971084903685-n-1703236007.png

თუ გსურთ, თქვენს საახალწლო სუფრაზე გემრიელთან ერთად, სასარგებლო კერძებითაც გააწყოთ, ამაში Basso-ს ყურძნის წიპწის ზეთი დაგეხმარებათ. წიპწის ზეთი გამოიყენება როგორც შესაწვავად, ისე მოსასხმელად და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას. პროდუქტი მდიდარია ვიტამინებით: A, E, C, B1, B2, B3, B6, B9, B12; შეიცავს მიკროელემენტებს: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა; აფერხებს დაბერების პროცესს; აჯანსაღებს კანისა და თმის სტრუქტურას.

  • სიმინდის ზეთი

სიმინდის ზეთი კერძებს დამახასიათებელ გემოს სძენს, შესაბამისად, საახალწლო სუფრაზე საინტერესო ელემენტების შეტანაც შეგიძლიათ. მისი გამოყენება სხვადასხვა სახის კერძში შეგიძლიათ, როგორც ცხელში, ისე ცივში.

  • მზესუმზირის ზეთი

Basso-ს ტექნოლოგიამ დაამტკიცა, რომ მზესუმზირის ზეთი შეიძლება, გემრიელთან ერთად, სასარგებლოც იყოს. მისი მრავალფუნქციურობა საშუალებას გვაძლევს, ერთი პროდუქტით სხვადასხვა კერძი მოვამზადოთ.

ამასთან, უმაღლესი ხარისხის ნედლეულითა და თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული Basso-ს მზესუმზირის ზეთი გამოიყენება თავის ტკივილის, თრომბის, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების, გულის, ფილტვებისა და ღვიძლის ტკივილის შემთხვევაში; ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და სასარგებლოა კანის ანთების ან კანის დაავადებების მკურნალობის პროცესში.

ამგვარად, უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე ზეთი საშუალებას მოგცემთ, თქვენი საახალწლო სუფრა ყველაზე გამორჩეულად იქცეს!

R