გემრიელი და ორიგინალური იდეები თქვენი საახალწლო სუფრისთვის - Gemrielia.ge

გემრიელი და ორიგინალური იდეები თქვენი საახალწლო სუფრისთვის

საახალწლო სუფრას ყოველთვის სჭირდება სიახლეები. „ნიკორა“ გთავაზობთ საოცრად გემრიელ და ორიგინალურ კერძებს თქვენი საახალწლო სუფრისთვის. ბეკონისა და შაშხის რულეტი მარტივად მოსამზადებელია და ამავდროულად, მისი დახმარებით ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ. ღორის გამომცხვარი ნეკნები კი აუცილებლად თქვენი სუფრის მთავარი კერძი გახდება. შეიქმენით საახალწლო განწყობა სადღესასწაულო კერძებით დახმარებით.

ღორის გამომცხვარი ნეკნები

ინგრედიენტები:

  • ღორის ნეკნი - 4 ნაჭერი
  • თაფლი - 3 ს/კ
  • ბარბექიუ სოუსი - 2 ს/კ
  • ყავისფერი შაქარი - 2 ს/კ
  • ნივრის ფხვნილი - 1 ს/კ
  • ტომატპასტა - 1 ს/კ
  • მარილი
  • დაღერღილი წიწაკა სურვილისამებრ.

მომზადების წესი:

კარგად დამარილებული ნეკნები გაახვიეთ „ფოლგაში“ და გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში 250 გრადუსზე. ამასობაში მოამზადეთ სოუსი, რომლისთვისაც საჭიროა თითოეული ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიოთ. 1 საათის შემდეგ სოუსი წაუსვით ნეკნებს და ღუმელში შეაბრუნეთ 10 წუთით. ასე გაიმეორეთ 2-3-ჯერ და თქვენი კერძი მზადაა.

ბეკონისა და შაშხის რულეტი

ინგრედიენტები:

  • ბეკონი - 200გრ
  • დაპრესილი შაშხი - 400გრ
  • ფენოვანი ცომი - 500გრ

მომზადების წესი:

ბეკონი დაჭერით თხელ ნაჭრებად და გრილზე დაბრაწეთ. ამასობაში ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ გრძლად და საერთო მოცულობის 1/3 ჩამოაჭერით. დიდ ნაწილზე დაალაგეთ შებრაწული ბეკონი, რომელსაც წინასწარ წვრილად დაჭრით. ზემოდან დაადეთ დაპრესილი შაშხის მთლიანი ნაჭერი და გაახვიეთ ისე, რომ რულეტის ფორმა მიიღოთ. ფენოვანი ცომის პატარა ნაჭერი ლამაზად დასერეთ დანით, შემდეგ კი რულეტს ზემოდან გადააფარეთ.

შედეთ 190 გრადუსზე წინასწარ კარგად გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ დაბრაწვამდე.