"საქართველოს მოსახლეობა საახალწლო დღეებში 30 მილიონი ლარის გოზინაყსა და 16 მილიონი ლარის ღვინოს მიირთმევს"
გადავწყვიტეთ, გამოგვეთვალა, თუ რამდენი ღვინო ისმება და რამდენი გოზინაყი იჭმება საახალწლო სუფრაზე, რისთვისაც დახმარება ეკონომიკის ექსპერტს სოსო არჩვაძეს ვთხოვეთ. სწორედ მის გამოთვლებზე დაყრდნობით მომზადდა დღევანდელი საახალწლო პუბლიკაცია.
- საახალწლო სუფრა არ უნდა ჩავთვალოთ 31 დეკემბრის 22 საათიდან დილის 5 საათამდე. ქეიფი გრძელდება დღის მეორე ნახევარშიც, პირველშიც და ორშიც... ამიტომ, პირობითად, 31-ში საღამოდან 2-ში საღამომდე უნდა დავთვალოთ 2 დღე-ღამე.
- გამოდის, დაახლოებით 48 საათს ვითვლით...
- ძირითადად, ასეა. დალევა და გოზინაყის ჭამა შეიძლება 3-შიც გრძელდება და 4-შიც, თუმცა აქცენტი ამ 48 საათზე გავაკეთოთ. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ გოზინაყის მომხმარებელთა შესაძლებლობა არის 2 წელზე ზემოთ, 3 წლიდან, ამიტომ, ალბათ, მოსახლეობის 95% მაინც უნდა ავიღოთ გამოსათვლელად, ანუ ახლანდელი მოსახლეობის რაოდენობას დაახლოებით 340 ათასი უნდა გამოვაკლოთ, დარჩება 3 მილიონ ოთხასი ათასზე ოდნავ მეტი. გოზინაყი არ არის ისეთი საკვები, რომ მხოლოდ ერთი სტანდარტული ნაჭერი ვიმყოფინოთ, რომელსაც ტრადიციულად რომბის ფორმა აქვს, სიგრძე-სიგანეში კი 5X{ 5-ზეა, შეიძლება უფრო დიდიც. ამ პერიოდში თითო კაცი, პირობითად, 3 ნაჭერს შეჭამს ანუ ახალი წლის მომდევნო დღეს ზოგს ნაბახუსევზე ტკბილი უყვარს. ამიტომ ოჯახის თითო წევრზე 3 სტანდარტული ნაჭერი უნდა ვიანგარიშოთ. საქართველოში დაახლოებით მილიონ ასი ათასი ოჯახია, რომლის წევრთა რაოდენობა შეადგენს 1 ოჯახზე 3,36-ს. მკითხველი რომ არ გადავღალოთ, მარტივად ვთქვათ: მთელ საქართველოში ოჯახების რაოდენობისა და მოხმარებული გოზინაყის მიხედვით, ეს არის დაახლოებით 2,5 ჰექტარზე ოდნავ მეტი ფართობი. უხეშად რომ ვთქვათ, 160 მეტრი 160 მეტრზე...განაგრძეთ კითხვა