გამოიძახე „კარფური“ Glovo-ს მეშვეობით და მიიღე განსაკუთრებული პრიზების მოგების შანსი - Gemrielia.ge

გამოიძახე „კარფური“ Glovo-ს მეშვეობით და მიიღე განსაკუთრებული პრიზების მოგების შანსი

„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალ კამპანიას იწყებს.

მომხმარებელი, რომელიც კამპანიის პერიოდში (14 იანვრის ჩათვლით) Glovo-ს აპლიკაციაში, „კარფურიდან“ 50 ლ+ ღირებულების შეკვეთას განახორციელებს ყველაზე მეტჯერ, მოიგებს iPhone 15-ს (მონაწილეობისთვის საჭიროა მინიმუმ 10 შეკვეთა).

ასევე, 31 დეკემბრის ჩათვლით, კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ Glovo-ს აპლიკაციით „კარფურის“ გამოძახებისას მიიღონ Glovo-ს კრედიტები: 1000 ლარი (1 ადგილი), 500 ლარი (2 ადგილი) და 300 ლარი (3 ადგილი) (მონაწილეობისთვის საჭიროა მინიმუმ 50 ლარიანი შეკვეთების განხორციელება).

გარდა ამისა, 29, 30 და 31 დეკემბერს, Glovo-დან კარფურის გამოძახებისას, მომხმარებლები უფასო მიწოდებით ისარგებლებენ.

კარფური მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა – „მაი ქლაბით“. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

R