"14 წლის ბიჭს აწუხებდა თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება... აღმოჩნდა, რომ ყოველდღე იღებდა 2 ქილა ენერჯაიზერს" - რა გავლენას ახდენს მოზარდებზე ენერგეტიკული სასმელი და რა წერია კანონში გაყიდვასთან დაკავშირებით?
2017 წელს, აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატში 16 წლის მოზარდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მოკლე დროში დალია რამდენიმე ენერგეტიკული სასმელი.
2020 წელს, 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ჭიქა Monster Energy სასმელი დალია. ტრაგიკული ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი მატამოროსში, ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკაში, ბებიას სტუმრობდა.
2023 წლის აგვისტოში, 14 წლის ყირიმელმა სკოლის მოსწავლემ ენერგეტიკული სასმელის დალევის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო. ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მალე კომაში ჩავარდა და გული გაუჩერდა. მიუხედავად ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებისა, მოზარდი უჩიოდა თავის ძლიერ ტკივილს და სისუსტეს. ექიმებმა ჩაატარეს დამატებითი გამოკვლევები და დაადგინეს ცვლილებები პანკრეასსა და ღვიძლში. გარდა ამისა, მოზარდში დაფიქსირდა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მატება.
სამ დღეში კი პაციენტს გული გაუჩერდა. ექიმების ყველა მცდელობისა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მსგავსი ინფორმაციები თინიჯერებისა და ენერგეტიკული სასმელების ცუდი გავლენის შესახებ ბევრია ინტერნეტში. მშობლები შეშფოთებულები არიან, შვილების მდგომარეობით, რადგან თინეიჯერების ნაწილი, ყოველდღიურად დიდი დოზით მოიხმარს ენერგეტიკულ სასმელს. გამონაკლისი არც საქართველოა.
სექტემბერში პედიატრებმა და მშობლებმა შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდეს, რომ კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელებზე ისეთივე რეგულაციები დაწესდეს, როგორიც ქვეყანაში ალკოჰოლისა და სიგარეტის გაყიდვაზე მოქმედებს. მშობლებისა და პედიატრების სურვილია, აიკრძალოს დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელების არასრულწლოვანებზე მიყიდვა. ზოგ შემთხვევაში ენერგეტიკული სასმელის ერთი დოზა იმდენივე კოფეინს შეიცავს, რამდენსაც მაგალითად, ექვსი ბოთლი "კოკა-კოლა" ერთად.
თინეიჯერებისთვის დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება აკრძალულია კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. რიგმა ქვეყნებმა ენერგეტიკული სასმელის გაყიდვა საერთოდ აკრძალა, ზოგან კი ასაკობრივი ცენზი შემოიღეს.
რა გავლენას ახდენს ბავშვებზე ენერგეტიკული სასმელი
ის ბავშვები, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელს მოიხმარენ, უჩივიან: სწრაფ ან არარეგულარულ გულისცემას, თავის ტკივილს, გულყრას, კანკალს. ექიმების თქმით, კოფეინს ასევე შესაძლოა, არასასურველი გავლენა ჰქონდეს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
საქართველოს კანონმდებლობით, თინეიჯერებზე ენერგეტიკული სასმელი მიყიდვა აკრძალული არ არის. არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დასაცავად, კანონით გათვალისწინებულია რეგულაცია, მხოლოდ ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შესახებ...განაგრძეთ კითხვა