როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი - Gemrielia.ge

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

რო­გო­რი იქ­ნე­ბა ას­ტრო­ლო­გი­უ­რად 2024 წელი სხვადსხვა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის? - ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლად ვრცელ ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს.

ვერ­ძი

თქვენ­თვის 2024 წელი მთლი­ა­ნო­ბა­ში და­დე­ბი­თად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს. ეს იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ო­დი. გაძ­ლი­ერ­დე­ბით და გან­ვი­თარ­დე­ბით რო­გორც მენ­ტა­ლურ და ემო­ცი­ურ, ისე მა­ტე­რი­ა­ლურ დო­ნე­ზე. იმ პრო­ექ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც გა­სუ­ლი წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყო, დამ­დე­გი წლის მა­ი­სამ­დე წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა ან დას­რულ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს სა­მუ­შაო პრო­ცე­სებს, კა­რი­ე­რას, ბიზ­ნესს და ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეხე­ბა. შეძ­ლებთ სა­კუ­თა­რი ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას და ახა­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნას. სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბას და ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნას. წლის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი მა­ი­სი და ივ­ნი­სის პირ­ვე­ლი დე­კა­და იქ­ნე­ბა. ამ დროს იგ­რძნობთ ენერ­გი­უ­ლო­ბა­სა და ძა­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას, მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი მი­ზან­სწრაფ­ვაც, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ბევ­რი დაგ­რო­ვე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რათ, ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი და­ას­რუ­ლოთ და ახა­ლი და­ი­წყოთ. სა­ერ­თოდ, გა­ზა­ფხუ­ლი (შემ­დგომ უკვე ზამ­თა­რი) - ეს ის დრო იქ­ნე­ბა, რო­დე­საც თქვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა აქ­ტი­უ­რად და გა­ბე­დუ­ლად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ, რად­გან ის აუ­ცი­ლებ­ლად და­ფას­დე­ბა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და­დე­ბი­თი უფრო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა. თუ და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებთ, ზა­ფხუ­ლი და შე­მოდ­გო­მა ამის­თვის სა­სი­კე­თო პე­რი­ო­დია. ხოლო თუ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ, მა­შინ ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ა­ლა­გეთ და ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­იყ­ვა­ნეთ. ამ დროს იყა­ვით ტაქ­ტი­ა­ნი და შე­ე­ცა­დეთ, კონ­ფლიქ­ტე­ბი არ გა­მო­იწ­ვი­ოთ. ეს კარ­გი დროა გა­ზა­ფხულ­ზე წარ­მო­შო­ბი­ლი გა­უ­გებ­რო­ბე­ბის გარ­კვე­ვის­თვის და შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის­თვის. ამ პე­რი­ოდ­ში ასე­ვე მო­ი­მა­ტებს უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის, გარ­თო­ბის და დრო­ის კარ­გად გა­ტა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბაც. წლის ბო­ლოს ახალს ნუ­რა­ფერს და­გეგ­მავთ, ეს დრო გა­მო­ი­ყე­ნეთ წარ­სუ­ლის ანა­ლი­ზის­თვის და ადრე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის.

კურო

2024 წლის და­სა­წყი­სი­დან მა­ი­სის ბო­ლომ­დე პე­რი­ო­დი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლოთ ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ და­ი­წყეთ. ამას შე­საძ­ლოა ახა­ლი რე­ა­ლო­ბის ფორ­მი­რე­ბა ან გან­ვი­თა­რე­ბის ახალ დო­ნე­ზე გა­დას­ვლაც ვუ­წო­დოთ. ეს იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ წვრილ­მა­ნი, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბიც, რომ­ლებ­საც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ვექ­ტო­რის გან­სა­ზღვრაც კი შე­უძ­ლი­ათ. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა თქვენს ოც­ნე­ბებ­სა და მიზ­ნებს გა­და­ხე­დოთ და მათ­თვის კონ­კრე­ტუ­ლი და პრაგ­მა­ტუ­ლი გეგ­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ვოთ. მო­მავ­ლის მი­მართ ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყა­ვით გან­წყო­ბი­ლი და თუნ­დაც დრო­ე­ბი­თი წი­ნა­ღო­ბე­ბი ნუ შე­გა­ში­ნებთ. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სწავ­ლას­თან, პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, კა­რი­ე­რას­თან, საქ­მი­ან კავ­ში­რებ­თან, უცხო­ეთ­თან და უცხო­ე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. გა­ზა­ფხუ­ლის ბოლო და ზა­ფხუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი გახ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც თქვენ კარ­გად და­ი­ნა­ხავთ წარ­სუ­ლის­გან რა ის­წავ­ლეთ, მო­მავ­ლის მი­მართ რო­გო­რი ხედ­ვა ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დათ და ამას­თა­ნა­ვე, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­თვის რა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეთ. ამ პე­რი­ოდ­ში მო­გი­წევთ უფრო მეტი დრო და­უთ­მოთ მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებს და მო­გი­წევთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არა­ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია გაჩ­ნდეს ბოლო 1-1,5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფორ­მი­რე­ბუ­ლი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა. ეს შე­საძ­ლოა კავ­შირ­ში იყოს სწავ­ლას­თან ან ხე­ლოვ­ნე­ბას­თან.ზა­ფხულ­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. მო­ი­მა­ტებს ქორ­წი­ნე­ბის, ახა­ლი რო­მა­ნის ან თუნ­დაც ფა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ეს დრო ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნეთ დას­ვე­ნე­ბის­თვის და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის­თვის. შე­მოდ­გო­მის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის­თვის, ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის­თვის, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ასე­ვე ადრე შექ­მნი­ლი კრი­ზი­სე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის­თვის. წლის ბო­ლოს გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას და შე­ე­ცა­დეთ, არ გა­რის­კოთ.

ტყუ­პე­ბი

დამ­დეგ წელს ენერ­გი­უ­ლად და­ი­წყებთ და წლის პირ­ვე­ლი­ვე კვარ­ტალ­ში შეძ­ლებთ არა მხო­ლოდ ადრე და­მუხ­რუ­ჭე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის ხე­ლა­ხალ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, არა­მედ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა­საც. შე­ე­ცა­დეთ, ამ პე­რი­ოდ­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყოთ. რაც მთა­ვა­რია, გა­მოჰ­ყა­ვით პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბი და თქვე­ნი დრო და ენერ­გია მათ და­უთ­მეთ. ასე უფრო იო­ლად წახ­ვალთ წინ. ამ დროს ნუ იქ­ნე­ბით აჩ­ქა­რე­ბუ­ლი და ნუ შე­ეც­დე­ბით ყვე­ლა საქ­მის ერ­თად კე­თე­ბას. გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა საქ­მი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის თუ ცოდ­ნის მი­ღე­ბა-გა­და­ცე­მის­თვის, შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვის­თვის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თვის, ასე­ვე ქორ­წი­ნე­ბის­თვის ან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის...განაგრძეთ კითხვა