თუ ფრჩხილები ადვილად გტყდებათ, თმა გცვივათ, კანის სიმშრალე გაწუხებთ - გიორგი ღოღობერიძე 3 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს ასახელებს, რომელთა გამოც შესაძლოა, მსგავსი პრობლემები გქონდეთ
ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ გვერდზე საუბრობს, რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, ასევე თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს:
- თუ ფრჩხილები მარტივად გტყდებათ, ამას 3 წამყვანი მიზეზი აქვს, რომელთა მოგვარებითაც ფრჩხილებს შეინარჩუნებთ. არა მარტო ფრჩხილებს, თმასაც. ადამიანს, რომელსაც ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა აწუხებს, ასევე აწუხებს კანის სიმშრალე, ტუჩის კუთხეებში ნახეთქები, თმის ცვენა - ნომერ პირველი მიზეზი რკინის ნაკლებობაა. თუ თქვენს სხეულში რკინა დაქვეითებული რაოდენობითაა, ეს შეიძლება თავიდან ანემიით არ გამოვლინდეს და ფრჩხილების მომატებული მტვრევადობით გამოიხატებოდეს. ჩაიცვამთ რაღაცას, გამოდებთ ფრჩხილს და მაშინვე გძვრებათ... თუ გინდათ, რომ პრობლემა მოაგვაროთ, ერთ-ერთი გამოსავალი არის ის, რომ რკინით მდიდარი საკვები მიიღოთ. რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეები, ვაშლი, ხორცი. მაგრამ, არ მოტყუვდეთ, მცენარეებში არსებულ რკინას ჩვენი სხეული ძალიან რთულად იღებს. ამიტომ, მიირთვით ხორცეული. წითელ ხორცში არსებული რკინა ჩვენი სხეულის მიერ ძალიან ადვილად შეიწოვება. ამიტომ, რკინა შეივსეთ. რკინა შეგიძლიათ, დანამატების სახითაც მიიღოთ, თუმცა სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ...განაგრძეთ კითხვა
ასევე დაგაინტერესებთ:
- მოიმატებთ თუ არა ძილის წინ ნახევარი საათით ადრე კვებით? - რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე
- "კუჭის წყლულის მოგვარება ძალიან ადვილია... ერთი თვის საქმეა... თქვენ არასწორად მკურნალობთ" - გიორგი ღოღობერიძე
- "თუ წონაში შენთვის აუხსნელი მიზეზით იმატებ, ამის გამომწვევი ფაქტორი შეიძლება რამდენიმე იყოს" - გიორგი ღოღობერიძე წონაში მატების 6 აუხსნელ მიზეზს ასახელებს