რა უნდა გააკეთოთ, რომ სეზონური ინფექცია არ გაგირთულდეთ და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს აუცილებლად - სპეციალისტის რჩევები
სეზონური ინფექციების გააქტიურებასთან ერთად, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის. ხშირად აღნიშნავენ, რომ მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე და რესპირატორული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები გაუხანგრძლივდათ და ბინაზე მართვა გაუჭირდათ. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება, როგორია ამ ეტაპზე სეზონური ინფექციებით მიმართვიანობა, რა ჩივილები აღენიშნებათ ძირითადად პაციენტებს და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის:
- აცივებასთან ერთად, ზამთრის პერიოდში, რესპირაციული ინფექციების რაოდენობა იმატებს და ეს ყოველ წელს ასეა. წელსაც მომართვიანობის მატება აღინიშნება როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარში. ამ ეტაპზე, წამყვანი რესპირატორული ინფექცია A გრიპია, რომელსაც, როგორც წესი, მწვავე დასაწყისი ახასიათებს. პაციენტებს მაღალი ტემპერატურა, 39-40 გრადუსი აღენიშნებათ. დაავადებას შესაძლოა, თან ახლდეს მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, სახსრების, კუნთების, თავის ტკივილი და ზოგადი საერთო სისუსტე. აღნიშნული სიმპტომები, გაურთულებელ შემთხვევაში, 3-დან 5 დღემდე ხანგრძლივდება. გართულებულ შემთხვევაში კი, შესაძლოა, 1-დან 2 კვირამდეც კი გაგრძელდეს. განსაკუთრებით რისკის ქვეშ ასაკოვანი, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან. ასევე, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებთანაც შესაძლოა, მაღალმა ტემპერატურამ გარკვეული პრობლემები შექმნას და ბინაზე პაციენტის მართვა გართულდეს. პირველ რიგში, დაავადება სიმპტომურად უნდა ვმართოთ. ზოგადი მდგომარეობა შევაფასოთ, მაღალ ტემპერატურაზე სიცხის დამწევი მივცეთ, სითხეების, საკვების მიღება ვაკონტროლოთ...განაგრძეთ კითხვა