სულაც არ ყოფილა კარგი ყოველდღე ბანაობა - მეცნიერების საგანგაშო დასკვნა და რეკომენდაციები "სწორად" ბანაობაზე
ჰიგიენური ნორმების დაცვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, შხაპის მიღების ხანგრძლივობასა და წყლის ტემპერატურას, ასევე - გამოყენებულ საშუალებებს, ადამიანზე განსაკუთრებული გავლენა აქვს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ძალიან ცხელი წყლით და ასევე, ხანგრძლივი დროით ბანაობა ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. მაქსიმალური უსაფრთხო ტემპერატურა ბანაობისთვის 37-38 გრადუსია. თუ განსაკუთრებით ცხელი წყლით ბანაობას ხართ მიჩვეული, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაღალი ტემპერატურის წყალი ლიპიდურ ბარიერს, ცხიმის ყველაზე თხელი ფენას ანადგურებს, რომელიც კანს ატენიანებს და გარემოს აგრესიული ზემოქმედებისაგან იცავს. შედეგად, შესაძლოა, სიწითლე, კანის სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი აღგენიშნებოდეთ. იგივე შედეგი შეიძლება მიიღოთ, თუ შხაპის ქვეშ 20 წუთზე მეტ ხანს გაატარებთ.
გარდა ამისა, კიდევ ერთი საფრთხე უხეში საწმენდი საშუალებებია. თუკი სხვადასხვა საშუალებას, რომლებსაც კანის გასასუფთავებლად იყენებთ, უხეში ზედაპირი აქვს, არა მხოლოდ ლიპიდური ბარიერი, არამედ მიკრობიომიც ირღვევა. კანი ჩვენი უდიდესი ორგანოა, რომელზეც მრავალი ტიპის ბაქტერია სახლობს და ბალანსის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ბალანსი შესაძლოა, ზედმეტი ჰიგიენის გამო დაირღვეს...განაგრძეთ კითხვა