"ვიღებთ ყინულს, ვახვევთ მარლაში და თვალზე ვიდებთ" - ექიმები დილაობით შეშუპებული თვალების დასამშვიდებლად რამდენიმე ხერხს გთავაზობენ
გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" სპეციალისტები საუბრობენ, როგორ შეიძლება ქუთუთოების შეშუპებას ვებრძოლოთ და ეს პრობლემა სახლის პირობებში მოვაგვაროთ:
რეზო ომიაძე: თუ ქუთუთოები შესიებული და თვალები წითელი გვაქვს, პირველ რიგში, ქუთუთოები უნდა გავიგრილოთ. თვალში შეგვიძლია, დამატენიანებელი ჩავიწვეთოთ. სიწითლე შესაძლოა, სიმშრალის შედეგად იყოს გამოწვეული და ამიტომ, დამატენიანებლით უბრალოდ დავირბილებთ და სიწითლეს მოვიხსნით. ეს, ძირითადად, დამახასიათებელია ნაბახუსევისა და გამოუძინებელი მდგომარეობის დროს. ასეთ შემთხვევაში, სახლის პირობებში ყველაზე კარგი ხრიკი გახლავთ ის, რომ ცივი საფენები დავიდოთ. ეს იქნება ყინული, თუ ტილო, რომელსაც ცივ წყალში დავასველებთ და ქუთუთოებზე დავიდებთ. რა თქმა უნდა, ტილო, ან პირსახოცი სტერილური უნდა იყოს და ეს ყველაფერი დღეში რამდენჯერმე უნდა გავიმეოროთ. რაც არ უნდა დიდიხნით იყოს სიცივე თვალთან ახლოს, თვალს არანაირ ზიანს არ მიაყენებს. თუმცა, შესაძლოა, წიაღების ანთება გამოიწვიოს. ამიტომ, ცივი ტილოს დასადებად 5-10 წუთი სავსებით საკმარისია.
ლევან რატიანი: როდესაც გადავწყვეტთ, რომ თვალის ირგვლივ შეშუპება ცივი საშუალებით მოვხსნათ, ასეთ რამეს ვაკეთებთ: ვიღებთ ყინულს, ვახვევთ მარლაში, ან სუფთა ტილოში და თვალზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიდებთ. უჯრედებისა და ქსოვილების შეშუპების მოხსნა სიცივის ეფექტიდან გამომდინარე ხდება.
რეზო ომიაძე: კიდევ ერთი საშუალება კიტრია. პირველ რიგში, კანი მოვაშოროთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად...განაგრძეთ კითხვა