რატომ ვჭამთ მაშინ, როცა არ გვშია და როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან, ფიზიკური შიმშილი გვაქვს, თუ ეს გრძნობა ემოციურია - სპეციალისტის რეკომენდაციები
ფსიქოლოგიური შიმშილი ძალიან ხშირად ზედმეტი ჭამის, გასუქებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის მიზეზი ხდება. საჭმლის მიმართ ქცევის დარღვევის დროს ტვინს უჭირს გაარჩიოს, რომელია ნამდვილი შიმშილის გრძნობა და რომელი - ცრუ სიგნალი. როგორ უნდა განვსაზღვროთ, ნამდვილად გვშია, თუ - არა და გავუმკლავდეთ ნეგატიურ ემოციებს ჭამის გარეშე - ამ თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია საუბრობს:
-შიმშილი ჩვენი ორგანიზმის სიგნალია, რომ სწორი საკვები პროდუქტები მივიღოთ. ორგანიზმის სიჯანსაღისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, ფიზიკური შიმშილი, ემოციური, ანუ ფსიქოლოგიური შიმშილისაგან უნდა გავარჩიოთ. ემოციური შიმშილი ყოველთვის ძალიან სწრაფად მოდის. ისე სწრაფად მოდის, რომ აუცილებლად, მაშინვე თუ არ შევჭამეთ, ემოციურად ჩვენი მდგომარეობა ძალიან ცუდად იქნება. ყოველთვის რაღაც სპეციფიკური საჭმლის მიმართაა მოთხოვნილება. "ოღონდ საჭმელი შევჭამო" - ეს მიდგომა არ არის. ძირითადად, როდესაც არაჯანსაღი, კონკრეტულად რომელიმე საკვები გვინდება, ძირითადად, ეს ემოციური შიმშილითაა გამოწვეული. სულ თუ არაჯანსაღი პროდუქტები გვინდება, ეს ნიშნავს, რომ არასწორი კვებითი ჩვევები გვაქვს... ფიზიკური შიმშილის დროს ჩვენი ორგანიზმი მზადაა, ნებისმიერი სახის საკვები მიიღოს. ემოციური შიმშილის დროს კონკრეტული რომელიმე პროდუქტის მიმართ გვაქვს მიდრეკილება. ეს შეიძლება იყოს ჩიფსი, ტკბილეული. ყოველთვის გაუცნობიერებელია. ისე შეიძლება დავამთავროთ მთელი შეკვრა ჩიფსი და ორცხობილა, რომ ბოლოს მივხვდეთ, რომ სულ შევჭამეთ. შესაძლოა, სინანულიც ვიგრძნოთ, რომ ამდენი შევჭამეთ და ერთგვარი ჩაკეტილი წრე იქმნება - სინანულის შედეგს კიდევ მეტი სტრესი მოჰყვება და შეიძლება, იმ მომენტში არა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ემოციური შიმშილის წინაშე დავდგეთ.
ფიზიკური შიმშილის დროს წინა კვებიდან 3-4 საათი მაინცაა გასული. თუ ცოტა დროა გასული და მართლა ფიზიკური შიმშილია, ეს ნიშნავს, რომ წინა კვებაზე საკმარისი რაოდენობის ნუტრიენტები არ მივიღეთ. ემოციური შიმშილის დროს, არ აქვს მნიშვნელობა, როდის მივიღეთ საკვები - ნებისმიერ დროს შეიძლება, განვითარდეს. ფიზიკურ შიმშილს კუჭის სიცარიელის მახასიათებელიც აქვს. კუჭი ცოტა რომ გვიბუყბუყებს, თავბრუსხვევა, სისუსტე გვაქვს. ემოციური შიმშილის დროს ასეთი შეგრძნებები არ არის...განაგრძეთ კითხვა