ღამის ერთი ჩვევა, რომელიც ძალას გაცლით და მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას გიჩენთ
დღეს ადამიანთა დიდ ნაწილს უძილობა აწუხებს. შეიძლება კარგად გძინავთ, მაგრამ დილით უკვე დაღლილი და მოთენთილი იღვიძებთ. ამის ბევრია, თუმცა ახლახან მეცნიერებმა კიდევ ერთი მათგანი აღმოაჩინეს.
ოჯახის ექიმმა როჯერ ჰენდერსონმა 2000 ზრდასრული გამოკითხა ძილის ჩვევების თაობაზე. აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა 18% ძილის დროს პირით სუნთქავს, თუმცა ამას თავად ვერ გრძნობენ და ამის შესახებ პარტნიორებისგან შეიტყვეს. ამ 18%-დან თითქმის ყოველი მესამე აღნიშნავს, რომ ხშირად აწუხებს ცხვირის გაჭედვა.
ექიმის თქმით, პირღია სუნთქვის ჩვევას შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. პირით სუნთქვამ შეიძლება ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა გამოიწვიოს. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება პირით სუნთქვას მოჰყვეს, ძილის დარღვევა და გაღვიძებისას დაღლილობის შეგრძნებაა.
ასევე, პირღია სუნთქვის ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს სტომატოლოგიური პრობლემები: როცა პირით სუნთქავთ, პირი შრება. ეს ნიშნავს, რომ კარიესის და ღრძილების დაავადების რისკი იზრდება...განაგრძეთ კითხვა