რომელია საუზმობისთვის ყველაზე კარგი დრო და რა პროდუქტები არ უნდა მიირთვათ დილით, თუ გსურთ, ნაწლავის ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ - ნუტრიციოლოგების განმარტება
ალბათ, ბევრი ადამიანი დილას ყველაზე ხშირად ფინჯანი ყავითა და მცირე წახემსებით იწყებს. ნუტრიციოლოგები განმარტავენ, სინამდვილეში, რა უნდა მივირთვათ საუზმეზე და რომელია ამისთვის ყველაზე კარგი დრო:
რომელია საუზმობისთვის საუკეთესო დრო?
როგორც ნუტრიციოლოგები ამბობენ, ოქროს წესია, რომ ადამიანმა საუზმე გაღვიძებიდან 1 საათის შემდეგ მიირთვას.
"ეს მეტაბოლური პროცესების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ და დღის მეორე ნახევარში გაძლიერებული კვების სურვილს მოგიკლავთ. თუ გაღვიძებისთანავე, ან მალევე საუზმეს მიირთმევთ, ამან შესაძლოა, დაღლილობა გამოიწვიოს, რაც თქვენს პროდუქტიულობას ხელს შეუშლის."- განმარტავენ სპეციალისტები.
რას შეიძლება უკავშირდებოდეს დილით შიმშილის განცდის არქონა?
"ადამიანებს, რომლებიც დილით შიმშილს ვერ გრძნობენ, როგორც წესი, ღვიძლისა და ნაწლავის ჯანმრთელობაზე გარკვეული კვლევების ჩატარება სჭირდებათ. მათი ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, დილით შიმშილი ბუნებრივია." - ამბობენ სპეციალისტები...განაგრძეთ კითხვა