5 მავნე კერძი საბჭოთა წარსულიდან, რომლებიც დღემდე ვერ დავივიწყეთ
საბჭოთა წარსულიდან არაერთი კერძი შემოგვრჩა, რომლებიც დღესაც ბევრი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თანამედროვე დიეტოლოგების შეხედულებებით კი ისინი უკვე უსარგებლო, ზოგჯერ მავნე საკვებადაც მოიხსენიება და მოგვიწოდებენ, თანდათან უარი ვთქვათ მათზე.
რძიანი ვერმიშელი
რძიანი ვერმიშელის ფაფა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზმე იყო. მას ბავშვებს ყველა ბაღსა თუ სკოლის ბუფეტში სთავაზობდნენ, ხშირად ამზადებდნენ სახლშიც. ეს ფაფა 80% ნახშირწყლებისგან შედგება, რომლებიც ორგანიზმის მიერ გლუკოზად გარდაიქმნება და მისი შეწოვა სისხლში შაქრის ზრდას უწყობს ხელს. ამ ფონზე მეტაბოლიზმი ნელდება და ცხიმები უფრო აქტიურად წარმოიქმნება.
პურჩაყრილი წვნიანი
საბჭოთა მენიუ სადილზე ითვალისწინებდა პირველ და მეორე კერძს. ამიტომ, თითქმის ყოველ დღე სუფრაზე წვნიანს ნახავდით. მას ჩვეულებრივ ამზადებდნენ ხორცის ან ძვლის ნახარშით. საქმე ისაა, რომ ბულიონი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ არ ითვლება. ის ცხოველური ცხიმითა და სხეულისთვის მავნე ტოქსინებითაა გაჯერებული. ბავშვებისთვის კი მიღებული იყო მისი პურჩაყრილი ჭამა. ასე პურით დამძიმებული ბულიონი საზიანოდ მოქმედებდა კუჭზე. ასევე პირველი კერძის სწრაფი მონელება არ აძლევდა ღვიძლს მისი სრულად გაფილტვრის საშუალებას და მავნე კომპონენტები თავისუფლად ტრიალებდნენ მთელ სხეულში...განაგრძეთ კითხვა